მოსამართლეთა ქონების შემოწმების პროცესის გაჩერება, ვეტინგის საჭიროების დამატებითი მტკიცებულებაა — არასამთავროების კოალიცია
მოკლედ: კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელშიც 41 ორგანიზაციაა გაერთიანებული, აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ოთხი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესის გაჩერება, კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროების დამატებითი მტკიცებულებაა.
- კოალიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ინტერესების დაზიანება, უარი თქვას ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონზე და დაიწყოს მართლმსაჯულების რეალური რეფორმა.
დეტალები: კოალიცია წერს, რომ მართლმსაჯულებაში კორუფციის ადგილი არ არის და კეთილსინდისიერი მოსამართლე, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, გამოირიცხოს კორუფციაში მისი შესაძლო ჩართულობა.
კოალიცია აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ დავის ინიციატორები ის მოსამართლეები არიან, რომელთა კეთილსინდისიერებასთან, მათ შორის, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს:
- "მოსამართლეს, რომელსაც ეშინია ისეთი ლიმიტირებული ფარგლების მქონე ანტიკორუფციული მექანიზმის, როგორიცაა დეკლარაციის შემოწმება, ის, ბუნებრივია, შეეწინააღმდეგება მისი კეთილსინდისიერების სრულყოფილ გამოკვლევასაც".
კოალიციის თქმით, ამ ფაქტმა, შესაძლოა, შექმნას შესაძლებლობა, რომ კლანის წევრებმა, სასამართლოს გამოყენების გზით, თავი აარიდონ მათი ფინანსური კეთილსინდისიერების გადამოწმებას"
- "ამ ფონზე, მმართველი პარტია მხარს უჭერს სასამართლო კლანს, ხელს უშლის მართლმსაჯულების გაჯანსაღების სისტემურ რეფორმას და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად ხელახლა აინიციირებს რუსულ კანონს".
კონტექსტი: გუშინ, 5 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა.
გაიგე მეტი: სასამართლომ გააჩერა სანქცირებული ჩინჩალაძის, მურუსიძის და კიდევ 2 მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი
2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც 2024 წელს უნდა შემოწმებულიყო.
- სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.
- მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
ასევე, წაიკითხეთ: ცნობილია, ვინ იქნება 300 მაღალჩინოსანი, რომელთა ქონებას კორუფციის მაღალი რისკის გამო შეამოწმებენ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები