სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას დიდი შრომა სჭირდება
ფოტო: ჯივიპი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia, 2023 წლიდან აქტიურად ნერგავს კომპანიაში და შესაბამისად, ქართულ წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტებს.
ინფრასტრუქტურული ობიექტების, ქსელებისა და საოპერაციო პროცესების გამართვის პარალელურად Aqualia-მ დაიწყო გრძელვადიანი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია სახელწოდებით ყოველი წვეთი ძვირფასია, რომელიც წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.
ყოველი წვეთი ძვირფასია ჯივიპის კომუნიკაციების გუნდისა და სარეკლამო სააგენტო ლივინგსტონის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც მოგვითხრობს იმ რთული და კომპლექსური პროცესების შესახებ, რასაც სასმელი წყალი მყინვარიდან ჩვენს ონკანებამდე გადის.
ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელების მიზნით საკომუნიკაციო ვიზუალები და მთავარი მესიჯები მოსახლეობას უახლოესი თვეების განმავლობაში შეხვდება სოციალურ ქსელებში, თბილისის ქუჩებში, მეტროსადგურებსა თუ კინოთეატრებში. კამპანიის მეორე ეტაპი საგანმანათლებლო მიმართულებით გაგრძელდება და მასში აქტიურად ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. მომზადდება შემეცნებითი ვიდეოები, დაიგეგმება საგანმანათლებლო ტურები ჯივიპის ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და ლაბორატორიებში, რათა წყლის მოპოვებისა და დამუშავების პროცესი კიდევ უფრო აღსაქმელი და გასაგები გახდეს.
წყალმომარაგების კომპანიები უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებაზე თუ რა შრომა და რესურსი ჭირდება სასმელი წყლის მოპოვებას, დამუშავებას და ტრანსპორტირებას.
საქართველოში არსებული მდინარეებისა და ტბების რაოდენობამ განაპირობა არაერთი მითი თუ მცდარი წარმოდგენა სასმელი წყლის შესახებ. წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დადგება წყლის პრობლემა, რომ წყალს არ სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება, რომ წყლის მოპოვება ჩვენთვის ყველაზე მარტივია და ა.შ.
ფოტო: ჯივიპი
ჯივიპის მიერ განხორციელებული კამპანია ყოველი წვეთი ძვირფასია სწორედ საზოგადოების მარტივი ფორმით ინფორმირებას ემსახურება. ბუნებაში არსებული წყალი და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. სასმელ წყალს მოპოვება და დამუშავება ჭირდება.
კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გზას გადის წყალი მყინვარიდან ონკანამდე და რამხელა მასშტაბის ინფრასტრუქტურისა და შრომის ფასად გარდაიქმნება ბუნებიდან მოპოვებული ნედლი წყალი მაღალი ხარისხის სასმელ წყლად.
იმისთვის, რომ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას სასმელი წყალი ჰქონდეს, ყოველდღიურად მუშაობს 5 ლაბორატორია, 6 გამწმენდი სადგური, 25 მაგისტრალური მილსადენი, 138 რეზერვუარი, 4.450 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი და ჯივიპის 3000-მდე თანამშრომელი.
წყალი მყინვარებიდან მდინარეებში მოდის, საიდანაც წყალსაცავებში გროვდება, შემდეგ ქალაქის წყალშემკრებებში ნაწილდება და იფილტრება, მუშავდება ლაბორატორიულად და მისი ხარისხი 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება.
ყოველი წვეთი ძვირფასია — ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები