საჯარო რეესტრმა კონსერვატიული პარტია გააუქმა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
რა ხდება: საჯარო რეესტრის თანახმად, კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო გაუქმებულია.
- ინფორმაცია ასევე დაადასტურა ძალადობრივმა, პრორუსულმა პარტიამ.
- "ხელისუფლების დავალებით, საჯარო რეესტრმა ოფიციალურად გამოგვიცხადა, რომ ჩვენი პარტია, რომელიც წლების განამავლობაში დარეგისტრირებული იყო და არსებობდა, გააუქმა", — განაცხადა ალტ ინფოს პირდაპირ ეთერში გიორგი ქარდავამ, ძალადობრივი, პრორუსული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
რა გახდა საფუძველი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ წარმოება დაიწყეს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, შეესწავლათ პარტიის რეგისტრაციის კანონიერება.
შესწავლისას რეესტრმა გამოავლინა, რომ
- ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად
(ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ
განცხადებას, იმის მიუხედავად, რომ კანონით განსაზღვრულია ხელმძღვანელი პირის ხელმოწერილი განცხადების წარდგენის ვალდებულება. - წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე, თუმცა მასზე უნდა ყოფილიყო ყრილობის ყველა წევრის ხელმოწერა.
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას.
- სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად.
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას. - სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული
ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია წესდების შესაბამის მუხლებში
არაერთგვაროვნად იყო მოხსენიებული. - სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა.
კონსერვატიული მოძრაობა ცესკოში რეგისტრაციას ითხოვდა: მანამდე ცნობილი იყო, რომ 2024 წლის არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით, კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფომ ცესკოს 50 608 ხელმოწერა წარუდგინა 2024 წლის 3 აპრილს.
- ცესკომ განაცხადა, რომ "პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს."
ასევე, უწყებამ თქვა, რომ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს 10-დღიან ვადას, შემდეგ კი გახდებოდა ცნობილი, მიანიჭებდა თუ არა კონსერვატიულ მოძრაობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
ბოლო ხაზი: პრორუსულმა, ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა პარტიამ, კონსერვატიულმა მოძრაობამ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ერთი წლით ადრე, 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. 2023 წლის ოქტომბერში ჩავიდა შვიდ ქალაქში — თელავში, გორში, ქუთაისში, რუსთავში, მცხეთაში, ბათუმსა და ზუგდიდში. პირველი შეხვედრა თელავში, ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
არქივიდან: როგორ ემზადება ღიად პრორუსული "კონსერვატიული მოძრაობა" 2024 წლის არჩევნებისთვის — კვლევა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები