თეგეტა ჰოლდინგმა აზიის განვითარების ბანკის მედიატურს უმასპინძლა
ფოტო: თეგეტა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა. ღონისძიების მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოსთან 16-წლიანი პარტნიორობის შედეგების გაცნობა იყო. პირველი კომპანია, რომელსაც ტურის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ჟურნალისტებთან ერთად ეწვია, თეგეტა ჰოლდინგი იყო.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კომპანიის ცენტრალურ ოფისში განთავსებული ელექტრომობილები დაეთვალიერებინათ და მიეღოთ ინფორმაცია თეგეტასა და ADB-ს ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით.
თეგეტა ჰოლდინგი რეგიონის მასშტაბით პირველი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, რომელმაც მწვანე სტატუსის ობლიგაციები გამოუშვა და მისი მთავარი ინვესტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკია. ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონი ლარია (დაახლოებით $7,6 მილიონი). კომპანიამ აღნიშნული თანხა ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტსა და საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელის 70 ახალი სადგურით გაფართოებას მოახმარა.
მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "თეგეტა ჰოლდინგი რეგიონში პირველი კომპანიაა, რომელმაც მწვანე ობლიგაციები განათავსა კაპიტალის ბაზარზე ლარში. ამ ნაბიჯით ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთი პრეცედენტის ავტორი გავხდით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. 2022 წლიდან თეგეტას ADB-სთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს. ვგეგმავთ მასშტაბურ პროექტებს, გრძელვადიან პროგრამებს, რომლებიც ელექტრომანქანების ეკოსისტემის განვითარებას ითვალისწინებს საქართველოში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
თეგეტამ ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის კიდევ უფრო განვითარების ვალდებულება აიღო. ეს კი დივერსიფიცირებული ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, რაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია."
ADB-ს საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტირებით, რეფორმების მხარდაჭერითა და ცოდნის გაღრმავებით. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკონომიკური ზრდისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას.
ტატო ცინცაძე, ADB-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი (კერძო ინფრასტრუქტურა): "ADB, როგორც აზიისა და ოკეანეთის კლიმატის ბანკის მთავარი პრიორიტეტია კლიმატის ცვლილების შერბილება და ამ პროცესით გამოწვეული სირთულეების დაძლევა. თეგეტას გრძელვადიანი სტრატეგია თანხვედრაშია აზიის განვითარების ბანკის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, რაც გულისხმობს ტრანსპორტის სექტორის დეკარბონიზაციას და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელს მწვანე ობლიგაციის ემისიით დაწყებული ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება."
მედიატური წინ უძღოდა 2-5 მაისს დაგეგმილ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს. მაღალი დონის ღონისძიებაზე ყოველწლიურად რამდენიმე ათასი დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან და წარმოადგენს დისკუსიების, ახალი სტრატეგიების გაცნობისა და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების მაღალი დონის პლატფორმას.
ADB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორია და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას 2007 წლიდან უჭერს მხარს. აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაცემული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების მოცულობა თითქმის 5 მლრდ დოლარს შეადგენს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები