სად გადაინაცვლა ოცნების პროპაგანდამ Facebook-ზე დაბლოკვის შემდეგ
რა ხდება: მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის, საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, შეაჩეროს საქართველოს მთავრობამ რუსული კანონის საპარლამენტო განხილვა, ქართული ოცნება მაინც იყენებს ყველა საკომუნიკაციო შესაძლებლობას იმის სამტკიცებლად, თითქოს, მათ მიერ ინიციირებული რუსული კანონი, რუსული არ არის.
ქართული ოცნება ცდილობს, გაიმეოროს სწორედ ის სტრატეგია, რაზეც ღიად, საჯაროდ ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც რუსულ კანონთან დაკავშირებით თქვა: "ჩვენ ალბათ, უბრალოდ, გვჭირდება, უფრო აქტიურად ავუხსნათ [მათ, ვისაც მწვავე და მკვეთრი რეაქცია აქვს], რომ აბსურდია ამის რუსულ პროექტად მიჩნევა".
მთავრობა მიმართავს ყველა ღონეს: როგორც მის დაქვემდებარებაში არსებულ პროპაგანდისტულ ტელეარხებს, ასევე
- ინტერნეტრესურსებს,
- სახელისუფლებო "ექსპერტებს";
- სხვადასხვა პროპაგანდისტულ გავლენის ჯგუფებს;
- და, რაც ყველაზე უარესია — ადმინისტრაციულ რესურსებს.
ISFED-მა 30 მუნიციპალიტეტის ორგანოში დასაქმებული 96 საჯარო მოსამსახურე გამოავლინა, რომლებმაც 3-4 აპრილის განმავლობაში, ფეისბუქის პირად ანგარიშზე იდენტური ქარდები საჯარო პოსტის სახით გამოაქვეყნეს.
- მანიპულაციური სურათის შექმნის მცდელობა: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დაკვირვებით, რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შემდეგ, ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისა თუ ანონიმურ გვერდებზე, 120-მდე რეკლამა გამოქვეყნდა, სადაც კანონი მანიპულაციურად არის ახსნილი და მიჩქმალულია ზოგადი კონტექსტი.
რა მოჰყვა ამას: ხელისუფლების კოორდინირებული კამპანია, რომელიც იყო მანიპულაციური და მოიცავდა მოქალაქის შეცდომაში შემყვან ცნობებს, სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ინფორმაციის გავრცელების საკუთარ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, დაბლოკა.
შესაბამისად, "გაქრა" პოსტები, რომელსაც მთავრობა მაღალჩინოსნების, პროპაგანდისტული გვერდებისა და ადმინისტრაციული ადამიანური რესურსის გამოყენებით ავრცელებდა:
ფეისბუქიდან — ნაგვის ურნაზეც კი: მმართველი პარტია, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სოციალურმა ქსელმა, ფეისბუქმა, მცდარი ინფორმაციის გამო, პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელება შეუზღუდა, ახლა პლაკატებს აკრავს თითქმის ყველგან და ყველაფერზე, სადაც ქაღალდის მიწებებაა შესაძლებელი — გაჩერებებზე, მეტროებთან, შენობების კედლებზე, სამშენებლო აბრებზე და ნაგვის ურნებზეც კი.
მთავრობის პროპაგანდისტული პლაკატები ავტობუსის გაჩერებაზე
ფოტო: Facebook / კოკა კვირკველია
მთავრობის პროპაგანდისტული პლაკატები მეტროსთან
მთავრობის პროპაგანდისტული პლაკატები სამშენებლო აბრაზე
ფოტო: გიორგი გიორგაშვილი
კონტექსტი: გასული, 2023 წლის მარტში ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებას საზოგადოება პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცავებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
- შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო და პირობა დადო, რომ საკითხს აღარ მიუბრუნდებოდა.
რედაქციისგან: რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები