SOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიმართება
ფოტო: სოლო • SOLO
11-14 აპრილს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება — თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა (TAF) ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გაიმართება. TAF-ის გენერალური სპონსორია SOLO.
ბაზრობა ფართო აუდიტორიისთვის 11 აპრილს, 17:00 საათიდან გაიხსნება და მისი დათვალიერება 14 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ღონისძიება თბილისში შეკრებს ხელოვანებს, გალერეებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, იხილოს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებული გამოფენები, მონაწილეობა მიიღოს მასტერ კლასებში, დაესწროს Art Talk-ებს და მრავალფეროვან პარალელურ პროგრამას.
წელს გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. Hive — დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში კი 45 ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარდგენილი.
"თბილისის ხელოვნების ბაზრობის წლევანდელი გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ პროცესებზე, სადაც მთავარი შთაგონების წყარო მასალაა; აჩვენებს იმ ხელოვანების შემოქმედებით გზას, რომლებიც სხვადასხვა მედიუმის ულევი შესაძლებლობების დახმარებით, წარმოსახვას რეალობად აქცევს. TAF ის პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებას მნიშვნელოვნად აფასებს და იმ გამომგონებელ ხელოვანებს წარადგენს, ვისთვისაც მასალა და მისგან წამოსული პროცესები მათ შემოქმედებას განსაზღვრავს და ვისთვისაც, თანამედროვე ხელოვნების ინოვაციურ პროცესებთან მოსარგებად, ჩვეული ნორმების ახლებურად გადაწერა, უცხო სულაც არ არის. TAF 2024-ის მონაწილე ხელოვანები ტრადიციებსა და სიახლეებს, ისტორიულ წარსულსა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის არსებულ კავშირზე გვიამბობენ, საუკუნისდროინდელ ტექნიკურ მეთოდებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან და ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს აფასებენ", — აღნიშნავენ TAF-ის გუნდში.
"SOLO კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ხელოვნების ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინიციატივის ფარგლებში, ExpoGeorgia-ს საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტების ნამუშევრები, რომლებსაც ლოკალური და საერთაშორისო გალერეები წარადგენენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ხელოვანების ახალ ნამუშევრებს და აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ნიმუშები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა, ხელს შეუწყობს ქართველი არტისტების ხელოვანთა საერთაშორისო ქსელში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას და ამასთან, უკეთ გააცნობს ქართულ ხელოვნებასა და კულტურას საერთაშორისო დონის გალერეებს, მათ წარმომადგენლებსა და არტისტებს", — აღნიშნავს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
TAF 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი არტისტების კურირებული გამოფენების, მასტერ კლასების, Art Talk- ების და მრავალფეროვანი პარალელური პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიისთვის ღია იქნება 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე, 12-14 აპრილს კი 12:00 საათიდან 20:00 საათამდე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები