მამუკა მდინარაძე

10 Apr. 2024, 15:19

ისეთი მაგარი კაცია [გიორგი ქოჩორაშვილი], ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა და ისეთი ისტორია შექმნა, მომავალში პოლიტიკაში რაც არ უნდა "გამაზოს", არასწორი მესიჯი გაახმოვანოს, ეს არ ყოფილა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, მე პირადად მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე.

ხომ არ გაუხმოვანებია, როგორც გავიგე, დისშვილის ფოტო დადო, რაც მინიშნებად მიიღეთ და აჟიტირდით მთელი "ნაცმოძრაობა", მაგრამ მართლა მინიშნება რომ ყოფილიყო, მაინც მისი მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე, პერსონალურადაც და ნაკრების ყველა ფეხბურთელისაც.

ვიღაც ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ვიღაც არ იქნება, საერთოდ არ მაინტერესებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჟურნალისტებს, მათ შორის, იმ სიბინძურეში, რასაც "შავი ფულისთვის" ბრძოლა ჰქვია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შელახვისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ხალხს ნუ გავრევთ!

რაც შეეხება კახას [კალაძე] ნათქვამს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, რომ მაშინ "ნაცმოძრაობაა", კი.

თქვა მამუკა მდინარაძემ, მას შემდეგ, რაც გიორგი ქოჩორაშვილმა და მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ პოსტები გააზიარეს. კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ როინ ქოჩორაშვილი "ნაცია" და მისგან ასეთი პოსტები გასაკვირი არ არის.
წყარო — ინტერპრესნიუსი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…