მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი

10 Apr. 2024, 17:41

დღევანდელი სიტუაცია ახალ კანონთან დაკავშირებით სრულიად მკაფიოა. შარშან არგუმენტებით ვცდილობდი დასაბუთებას, რატომ არის ეს კანონი ქვეყნის განვითარების და ევროინტეგრაციისთვის ხელის შემშლელი. ახლა ერთადერთი კითხვა მიბურღავს ტვინს - ვინც წერს, რომ უბრალოდ დეკლარაციის შევსებაზეა ლაპარაკი და რა პრობლემაა, მართლა ასეთი გულუბრყვილოა და სჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ დეკლარაციის შევსებამდე დადის, თუ დემაგოგები არიან?

რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც — მარტო დაფინანსების წყაროების ჩამოთვლას რაში ჭირდება უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი? შეიხედეთ არასამთავრობოების საიტებზე და დეტალურად არის ჩამოთვლილი დაფინანსების წყაროები.

სხვა მაგალითებს არ მოვიყვან, ეს ერთიც საკმარისია — მთავარი აგენტები ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრია, რომლებმაც უცხო ქვეყნის (აშშ) გავლენა გაატარეს 80 ათასზე მეტი ადამიანის C ჰეპატიტისგან განკურნების პროცესში და დღემდე აგრძელებენ ამ აგენტურულ საქმიანობას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…