ვამაყობ, რომ თავსდამტყდარ პოპულარობას ტომმა თავი საოცრად გაართვა — ზენდეია
ფოტო: Shutterstock
ბოლო ინტერვიუში ზენდეიამ ტომ ჰოლანდთან ურთიერთობაზე ისაუბრა და Spider-Man:Homecoming-ის გადაღებების პერიოდი გაიხსენა, როცა მსახიობები 20-21 წლისები იყვნენ. მსახიობის თქმით, ძალიან ამაყობს იმით, როგორ გაუმკლავდა ტომი თავსდამტყდარ პოპულარობას.
საზოგადოება ზენდეიას სპაიდერმენის ფილმებამდე დისნეის როლებით იცნობდა, ტომის ცხოვრება კი სწორედ ამ როლმა შეცვალა.
"ორივე ძალიან პატარები ვიყავით, მაგრამ ჩემი კარიერა ასე თუ ისე უკვე დაწყებული იყო, ტომის ცხოვრება კი ერთ ღამეში შეიცვალა. ერთ დღეს ბავშვი იყო და მეგობრებთან ერთად ერთობოდა, მეორე დღეს კი სპაიდერმენი გახდა. ვუყურებდი, ტომის ცხოვრება მის თვალწინ როგორ იცვლებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს თავი შესანიშნავად გაართვა", — აღნიშნავს მსახიობი.
ტომ ჰოლანდი მაისიდან ლონდონის თეატრის სცენაზე სპექტაკლში რომეოს როლს შეასრულებს. ზენდეიას თქმით, შეეცდება, რაც შეიძლება მეტ სპექტაკლს დაესწროს და ტომი თეატრში ხშირად ნახოს.
მსახიობმა ის დღეც გაიხსენა, როდესაც 2022 წელს ტომთან ერთად პაემანზე პარიზში, ლუვრის მუზეუმში, წავიდა. ზენდეიას თქმით, წინასწარ გააფრთხილეს, რომ მუზეუმში ისედაც ძალიან ბევრი ხალხი იყო და მისვლა არ ღირდა, თუმცა ეს მაინც გააკეთა. რა თქმა უნდა, წყვილის ფოტოები ლუვრიდან მალევე გავრცელდა.
"საბოლოოდ, ლუვრში სტუმრობამ კარგად ჩაიარა. იმ ფაქტს ეჩვევი, რომ შენც მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი ხარ, რომელსაც ფოტოებს უღებენ. ვცდილობ, ეს დავაიგნორო და ცხოვრება გავაგრძელო", — ამბობს ვარსკვლავი.
მსახიობმა პოპულარობის დადებითი მხარეც ახსენა და თქვა, რომ ლუვრის ადმინისტრაციამ ნება დართოთ, მუზეუმის დახურვის შემდეგაც დარჩენილიყვნენ და ექსპონატები დამთვალიერებლების გარეშე ენახათ, რაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო და თავი ფილმში ღამე მუზეუმში ეგონა.
ზენდეია და ტომი ერთმანეთს უკვე 3 წელზე მეტია ხვდებიან, თუმცა ურთიერთობის დეტალებს საზოგადოებას ძალიან იშვიათად უზიარებენ. გულშემატკივრები დიდხანს ეჭვობდნენ, რომ სპაიდერმენის ვარსკვლავები რეალურ ცხოვრებაშიც ერთად იყვნენ. საბოლოოდ, ზენდეიამ და ტომმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში აღიარეს, რომ ერთმანეთს ხვდებიან და მათი ურთიერთობაც ოფიციალურად დაადასტურეს.
მოგვიანებით, ტომი და ზენდეია Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე წყვილის სტატუსით გამოჩნდნენ. ამის შემდეგ მათ შორის უამრავი გულისამაჩუყებელი მომენტის მომსწრენიც გავხდით.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები