ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
რა ხდება: ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე სალომე ზურაბიშვილს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.
- ამის შესახებ მან განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა.
დეტალები: თამთა კალანდაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს.
- "აქამდე ამაზე გვისაუბრია, რომ თუ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მივმართავდით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, აქედან პირდაპირ მივდივართ მასთან.
- სალომე ზურაბიშვილთან უშუალო კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან ბევრმა მიაწოდა ინფორმაცია ლაზარეზე, ინფორმირებულია და ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს", — თქვა თამთა კალანდაძემ მთავართან.
განაჩენის გამოცხადებას დღეს თავად ბრალდებულიც დაესწრო, თუმცა დედასთან საუბრის საშუალება არ ჰქონია.
"უბრალოდ, ერთმანეთს კოცნები გავუგზავნეთ. კი ველოდი [განაჩენს], მაგრამ მაინც სანერვიულოა ეს ამბავი და ლაზარესაც, სავარაუდოდ, ასეთი განცდა ექნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან", — თქვა თამთა კალანდაძემ.
ამ თემაზე ნახეთ: ერთადერთ ნათელ წერტილად და იმედად პრეზიდენტი ზურაბიშვილი გვრჩება — ლაზარეს დედა
კონტექსტი: მოსამართლე ზვიად შარაძემ დღეს, 12 აპრილს, ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
- განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
ლაზარეს საქმის ქრონოლოგია: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.
- 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- 8 აპრილს გრიგორიადისისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო და ლაზარე პატიმრობაში დატოვა.
- გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- დაკავებულს ბრალდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით წარედგინა.
- ეს მუხლი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს 2021 წელს მომხდარი ოჯახური ძალადობის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრაზე.
- ამ თემაზე ლაზარეს მამას არაერთხელ უსაუბრია — ამბობდა, რომ შვილთან პრეტენზია არ აქვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები