რეაქციები ნაციონალურ მოძრაობაში ლაზარე გრიგორიადისისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
რა ხდება: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ) ეხმიანება ლაზარე გრიგორიადისისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას. ლაზარე არის 2023 წლის მარტის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე.
- ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდება ნიშნავს, რომ "ბიძინა ივანიშვილი არის მზად, დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა."
- მისივე თქმით, გრიგორიადისი არ მოიხდის 9-წლიან სასჯელს, რადგან "რამდენიმე თვეა დარჩენილი" ხელისუფლების ცვლილებამდე.
ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ს თავმჯდომარე: "შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან — ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა.
- "ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი ! არც 9 თვე ! რამდენიმე თვეა (მაქსიმუმ) დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით ? მოტყუებით? ვერ იხსენებთ ?! ჰოდა მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს", — დაწერა მან ფეისბუქზე.
ლაზარეს საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ენმ-ის გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილიც.
- "ეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ქართველ ხალხს — კრემლის ინტერესების გატარება, საქართველოს გაღარიბება, პოლიტიკური პატიმრებით ქვეყნის გავსება, ეს განაჩენი შეიცვლება ისევ ქართველი ხალხის მიერ და ლაზარე აუცილებლად იქნება თავისუფალი", — თქვა მან.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ტიტე გედენიძე კი აცხადებს, რომ "ეს არის აშკარა დაშინება და სიგნალი ყველასთვის", რომ ასე მოექცევა ხელისუფლება ყველას, ვინც სამართლიანად დაუპირისპირდება სისტემას.
- "ლაზარე მარტო არ იდგა იმ დღეს. იმ დღეს, საქართველოს დასაცავად და ხელისუფლების წინააღმდეგ, იდგა ათი ათასობით ქართველი ახალგაზრდა, სტუდენტობა, ქართველი ხალხი.
- საქართველოს ხელისუფლებას არ შერჩება მსგავსი ქმედებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ქალბატონ პრეზიდენტს, რომ იმოქმედოს ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ეს ინტერესი კი არის ის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი დღეს უნდა იყოს გარეთ!", — განაცხადა ტიტე გედენიძემ.
ლაზარეს საქმეზე: ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე სალომე ზურაბიშვილს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ მან განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა.
- თამთა კალანდაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს.
"აქამდე ამაზე გვისაუბრია, რომ თუ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მივმართავდით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, აქედან პირდაპირ მივდივართ მასთან.
სალომე ზურაბიშვილთან უშუალო კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან ბევრმა მიაწოდა ინფორმაცია ლაზარეზე, ინფორმირებულია და ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს", — თქვა თამთა კალანდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე: ერთადერთ ნათელ წერტილად და იმედად პრეზიდენტი გვრჩება — ლაზარეს დედის წერილი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები