კომიტეტის სხდომაზე მიკროფონი გაუთიშეს ხატია დეკანოიძეს, რომელმაც "რუსული კანონი" ახსენა
ფოტო: კადრი პარლამენტის პირდაპირი ტრანსლაციიდან
მოკლედ: პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს მიკროფონი ორჯერ გაუთიშა.
- მიზეზად კი თქვა, რომ "დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას არავის მისცემს".
დეტალები: დეკანოიძემ თქვა, რომ ბევრი მედიასაშუალების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ დღევანდელ სხდომაზე დასწრების საშუალება.
- ოხანაშვილმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა:
- "ჩემი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე. აქ არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვინც მოგვმართა, მაქსიმალურად ვეცადეთ, დასწრებულიყვნენ, ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით, ვინც ითხოვა დასწრება, მათაც მივეცით საშუალება.
სტრიქონებს შორის: პარლამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ შენობაში ცხადდებოდა უსაფრთხოების ყვითელი დონე და ვიზიტორებს ეზღუდებოდათ შესვლა.
ასევე, საკომიტეტო სხდომისას პარლამენტის შენობაში შესვლა შეეძლოთ მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებს.
- ონლაინმედიის წარმომადგენლებს, ისევე, როგორც ბიუროს სხდომაზე, რომელზეც რუსული კანონპროექტი დარეგისტრირდა, არც დღეს მოგვცეს შენობაში შესვლის საშუალება.
- ამ ფაქტს, ონლაინმედიის წარმომადგენლები, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვაპროტესტებთ.
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
ოხანაშვილმა დეკანოიძეს მიკროფონი კიდევ ერთხელ გაუთიშა, როდესაც დეპუტატმა ახსენა ფრაზა "რუსული კანონი" — კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "ნებისმიერი მიკროფონი, საიდანაც გაჟღერებული იქნება დეზინფორმაცია, გაითიშება".
- მოგვიანებით, ამავე მიზეზით გაუთიშა მიკროფონი ანა ნაცვლიშვილსაც.
- საუბრის დასრულების საშუალება არც თინათინ ბოკუჩავას მიეცა.
ამ თემაზე: რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
ბოლო ხაზი: საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.
- კიდევ ერთი აქცია დღეს, 17 საათზე, პარლამენტის წინ არის დაგეგმილი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები