გერმანიის ელჩი შესაძლოა, "გადაუდებელი საქმის" გამო, გერმანიაში გაემგზავროს — რა ვიცით
ფოტო: გერმანიის საელჩო
რა ხდება: On.ge-ს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს "გადაუდებელი საქმის" გამო ტოვებს და გერმანიაში გაემგზავრება.
- ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივამ საელჩოსგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩი ვერ დაესწრება მათ ღონისძიებას 18 აპრილს.
- წერილში, მიზეზად დასახელებულია "გადაუდებელი საკითხის გამო" ელჩის "სასწრაფოდ" გერმანიაში გამგზავრება.
დეტალები: როგორც ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელმა, მანანა ქოჩლაძემ გვითხრა, თავდაპირველად ელჩისგან მიიღეს თანხმობა ღონისძიებაზე 18 აპრილს დასწრების შესახებ.
- "ელჩი სიამოვნებით დაგვთანხმდა, ის აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან. გერმანიის მთავრობა ცდილობს განახორციელოს ღონისძიებები, რომელიც შეამცირებს კლიმატის ცვლილების გავლენას მოწყვლად ქვეყნებში და მათ შორის — საქართველოში", — გვითხრა ქოჩლაძემ.
- მისივე თქმით, გერმანიის საელჩოსგან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე ვერც ელჩის მოადგილეები მივლენ, რადგან "ისინი ან არ იქნებიან ქვეყანაში, ან — დაკავებული იქნებიან სხვა საქმეებით".
მანანა ქოჩლაძე ფიშერის გერმანიაში სასწრაფო გამგზავრებას უკავშირებს რუსულ კანონს, რომლის განხილვაც პარლამენტმა დღეს დაიწყო.
"ამას ვაკავშირებთ იმ სიტუაციასთან რაც მმართველმა პარტიამ შექმნა ქვეყანაში და რუსული კანონის მიღებასთან, რომელზეც გერმანიის კანცლერმაც უთხრა პრემიერს, რომ ეს არ არ ის მისაღები, გერმანულადაც ზუსტად ასე ჟღერდა", — თქვა ქოჩლაძემ.
- ის ვარაუდობს, რომ ელჩი, პრობლემური სიტუაციის შექმნის გამო, ვითარების განსახილველად დაიბარეს.
რას ამბობს საელჩო: გერმანიის საელჩოში NEWS.On.ge-ს უთხრეს, რომ ელჩი, ამჟამად, საქართველოშია და სამუშაო რეჟიმშია.
- ისინი არ გვეუბნებიან, აპირებს თუ არა ფიშერი გერმანიაში გამგზავრებას და ამბობენ, რომ ელჩი გერმანიის ხელისუფლებას არ გაუწვევია.
- ჩვენს დამაზუსტებელ კითხვას, რა შეიძლება იგულისხმებოდეს "გადაუდებელი საქმის გამო გამგზავრებაში", დიპლომატიურ უწყებაში გვეუბნებიან, რომ "ეს, შესაძლოა, პირადი საკითხიც იყოს".
ბოლო ხაზი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიაში 12 აპრილს იმყოფებოდა, ის შეხვდა კანცლერ ოლაფ შოლცს.
- შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ მიიღებდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები