იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე ფუმფულა თიბისის პარტნიორია
ფოტო: თიბისი
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წესი, ზოგადად იაპონური რეალიების და, მათ შორის, სამზარეულოსადმი ინტერესს განაპირობებს. იაპონურ სამზარეულოს საქართველოში მოყვარულები არ აკლია, ამიტომ ყველა სიახლე — კვების ახალი ობიექტის გახსნა თუ ტრადიციულ მენიუში მანამდე უცნობი კერძის დამატება — მომხმარებლის ინტერესს ყოველთვის იწვევს.
ამ მხრივ გამონაკლისი არც რამდენიმე თვის წინ გახსნილი კაფე ფუმფულა აღმოჩნდა — პირველი ადგილი თბილისში, სადაც იაპონური ფანქეიქები (და არა მხოლოდ) მზადდება. იაპონური ფანქეიქი ის დესერტია, რომელმაც გამორჩეული გემოს და შესახედაობის წყალობით ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. კლასიკურისაგან იაპონურ ფანქეიქებს გამოარჩევს მოცულობა, ჰაეროვნება და სუფლეს მსგავსი სტრუქტურა. ეს ეფექტი საგანგებო ტექნოლოგიის წყალობით მიიღწევა. ინგრედიენტები ტრადიციულია — კვერცხი, შაქარი, რძე და ფქვილი, მაგრამ კლასიკური ფანქეიქისაგან განსხვავებით, იაპონური ვერსია გაცილებით ჯანსაღია — აქ ფქვილის და შაქრის მინიმალური რაოდენობაა გამოყენებული. ეს, საგემოვნო და სტრუქტურულ თავისებურებებთან ერთად, კიდევ ერთი მახასიათებელია, რაც იაპონური ფანქეიქების საყოველთაო პოპულარობას განაპირობებს.
ბრენდ ფუმფულას დამფუძნებლებმა — დავით ჯანელიძემ, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა — მსგავსი კაფეს გახსნა რვა თვის წინ გადაწყვიტეს. დავით ჯანელიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენიშნეს, როგორი პოპულარულია იაპონური ფანქეიქები იტალიასა და თურქეთში:
"გვინდოდა, კვების ქართულ ბაზარზე რაღაც ნამდვილად ახალი შემოგვეტანა და იაპონურ ფანქეიქებზეც ამიტომ შევჩერდით. პირველი ობიექტის გახსნისთანავე სოცმედიაში ძალიან გავაქტიურდით და ხალხმაც მაშინვე აიტაცა ჩვენი დესერტები — ძირითადად, მოკლე ვიდეოებად დებდნენ, რადგან ეს ფანქეიქები, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ იდეამ გაამართლა, უკვე ბიზნესის გაზრდაზე დავიწყეთ ფიქრი. ამაში ძალიან დაგვეხმარა თიბისი ბანკი. თიბისი სტარტაპერის პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და ახალი ფილიალის გახსნისთვის სესხი იოლად ავიღეთ."
ფუმფულას ახალი ფილიალი ვაკეში, აბაშიძის 81-ში გაიხსნა. პირველი, ორბელიანზე მდებარე ობექტისაგან განსხვავებით, რომელიც სულ 15 კვ. მ.-ს იკავებდა, ვაკის ფილიალი 90 კვ. მ.-ზეა განთავსებული. აქ კონცეფციაც განსხვავებულია.
"აბაშიძის ფილიალში დავამატეთ იაპონური ჩიზქეიქი — უგემრიელესი, ჰაეროვანი დესერტი. ასევე დავამატეთ იაპონური კერძები — ჯიოზა, ტემპურა და სხვ. აქ გვაქვს საუზმის ტიპის ფანქეიქებიც — ბენედიქტის ტიპის, კვერცხით, ასევე — ლორით და კვერცხით. ხშირად იაპონელებიც გვსტუმრობენ ხოლმე და, ალბათ ტრაბახად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი კაფე. მიზეზი ისაა, რომ კლასიკური იაპონური ფანქეიქი ასეთი მრავალფეროვანი სოუსებით არ გამოირჩევა“.
კაფეში ყველაზე პოპულარულია ფანქეიქი შოკოლადით და ბანანით, თუმცა ჟოლოს, მარწყვის, მანდარინის, კარამელის, ტირამისუს და სხვა სოუსებიანი ფანქეიქების დაგემოვნებაც შეგიძლიათ – არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია.
ფუმფულა უბრალოდ კვების ობიექტი არაა, ეს ერთიანი, კარგად მოფიქრებული კონცეფციაა. მასზე წარმოდგენის შექმნა ბრენდის ლოგოთი იწყება, რომელზეც ფერხორციანი, აშკარად რაღაცით ძალიან კმაყოფილი იაპონური კატაა გამოსახული.
"ბრენდის პოზიციონირება ერთმნიშვნელოვნად მეგობრულია — ვზრუნავთ, რომ ფუმფულა და ჩვენი ფანქეიქები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს იწვევდეს, როგორც ზრდასრული და პატარა სტუმრების, ასევე თანამშრომლების. პერსონალთან დამოკიდებულება საკმაოდ ლიბერალური გვაქვს. დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმკაცრე და ტოქსიკური გარემო — სრულიად მიუღებელი. ჩვენ გვყავს როგორც გამოცდილი თანამშრომლები — მაგალითად, ჩვენი შეფი დიმიტრი კიტრიაშვილი — ასევე კადრები, რომლებსაც აყვანისას გამოცდილება არ აქვთ და ჩვენ ვასწავლით. ხშირად ვასაქმებთ სტუდენტებს. სხვათა შორის, თიბისი ახალგაზრდობასთან თანამშრომლობით, სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს. რაც შეეხება, ზოგადად, საფასო პოლიტიკას, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დაბალი ფასები გვქონდეს, თანამშრომლების ანაზღაურება კი, თამამად შემიძლია ვთქვა, ქართული ბაზრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბრენდისგან გამოწვეული ზოგადი კმაყოფილებისა და პოზიტივის ნაწილია."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები