კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
ფოტო: Getty
თებერვალში მედიები წერდნენ, რომ მალე კვენტინ ტარანტინო ახალ და უკანასკნელ ფილმს გადაიღებდა, რომელშიც მონაწილეობა ბრედ პიტს უნდა მიეღო. ირკვევა, რომ რეჟისორმა ბოლო ფილმის გამოშვება გადაიფიქრა.
პიტისთვის ეს ტარანტინოსთან მუშაობის მეოთხე გამოცდილება იქნებოდა. მან რეჟისორის ფილმში ბოლოს 2019 წელს ითამაშა და ამ როლმა მსახიობს ოსკარიც მოუტანა. იმასაც წერდნენ, რომ ტარანტინოს ბოლო ნამუშევარში სხვა ცნობილ სახეებსაც უნდა ეთამაშათ. ასევე, ვიცოდით, რომ ფილმი Sony-ის პროდუქტი უნდა ყოფილიყო.
ჯერჯერობით ზუსტი მიზეზი უცნობია, თუ რატომ შეიცვალა აზრი რეჟისორმა, მაშინ, როდესაც ის ცოტა ხნის წინ ფილმის სიუჟეტზე საუბრობდა. ვიცით, რომ ტარანტინომ სცენარი რამდენჯერმე გადაწერა, რამაც გადაღებები შეაყოვნა, ბოლოს კი რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ბოლო ფილმზე მუშაობა უბრალოდ აღარ სურდა.
ფილმის The Movie Critic სიუჟეტი 1970-იანი წლების ლოს-ანჯელესში უნდა განვითარებულიყო, მისი მთავარი გმირი კი გამოგონილი გამოცემის მიმომხილველი უნდა ყოფილიყო. ტარანტინოს თქმით, პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავდა, რომელიც პორნოგრაფიული ჟურნალისთვის წერდა მიმოხილვებს და რომლის ნაწერებსაც რეჟისორი თინეიჯერობაში გადააწყდა.
"სათადარიგო მიმომხილველი იყო და პოპულარულ ფილმებზეც წერდა ხოლმე", — განუცხადა რეჟისორმა Deadline-ს კანის შარშანდელ კინოფესტივალზე, — "ვფიქრობ, ძალიან კარგი მიმომხილველი იყო, საშინლად ცინიკურიც. ისე წერდა, გეგონებოდა, 55 წლის არისო, მაგრამ ჯერ მხოლოდ 30 წელს იყო გადაცილებული. 40 წელს მიუღწეველი გარდაიცვალა. თავიდან ამის მიზეზი გაუგებარი ჩანდა, მაგრამ ახლახან პატარა მოკვლევა ჩავატარე და, როგორც მივხვდი, ალკოჰოლიზმის შედეგი გახლდათ".
ტარანტინომ სარეჟისორო კარიერის დასრულება ჯერ კიდევ 2009 წელს დააანონსა და თქვა, რომ 60 წლის ასაკის შემდეგ რომანების წერაზე გადაერთვებოდა. ახლა უკვე 60 წლის რეჟისორმა ისიც აღნიშნა, რომ მისი მე-10 ნამუშევარი, რომელიც სწორედ სწორედ კინოკრიტიკოსია, უკანასკნელი იქნება.
"რეჟისორების ასაკში შესვლასთან ერთად, მათი ნამუშევრები სულაც არ ხდება უკეთესი", — აღნიშნა ტარანტინომ 2012 წელს, — "როგორც წესი, მათი ბოლო ოთხი ნამუშევარი ყველაზე საშინელია ხოლმე. ჩემი ფილმოგრაფია ყველაზე დიდი მონაპოვარია, ერთი ცუდი ფილმი კი სამ კარგსაც აფუჭებს. არ მინდა, ჩემს ფილმოგრაფიაში იყოს ეგ ცუდი, კონტექსტიდან ამოვარდნილი კომედია, რომელიც ხალხს აფიქრებინებს, ეს კაცი 20 წლის წინანდელ რეალობაში ჩარჩაო. სულ არაა ლამაზი, როცა რეჟისორები დროს ჩამორჩებიან ხოლმე".
იხილეთ ასევე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები