"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
ფოტო: Picture alliance / Flashpic / Jens Krick
რა ხდება: ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ".
- როთი X-ზე წერს, რომ ირაკლი კობახიძე ცდება.
დეტალები: "ძვირფასო ირაკლი კობახიძე, გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა.
- მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "აგენტების კანონს". გთხოვთ გაიწვიოთ კანონპროექტი!
- სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომელიც აჩვენებენ ევროპულ ღირებულებებს" — წერს მიხაელ როთი.
რა თქვა კობახიძემ: პრემიერ-მინისტრმა თქვა, გერმანიაში ვიზიტის დროს, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებსაც დელეგაციამ პასუხი გასცა.
"პრეზიდენტს რეაგირებაც არ ჰქონია", — აღნიშნა კობახიძემ.
- "რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები. თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პრინციპებთან და ა.შ. ამის შემდეგ მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან. მილიონი საკითხი აქვთ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში. ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კანცლერი მით უმეტეს, კანონს ვერ წაიკითხავს. ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა", — თქვა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება კანცლერს, კობახიძემ მისი კრიტიკა აღიარა, თუმცა თქვა, რომ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადება, რომ კანონი სამივე შეხვედრაზე დაიწუნეს, სიმართლე არ იყო.
- პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ახსენა, რომ ელჩი "საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში ლელოსთან ერთად დადის ხოლმე და შესაძლოა, ეს ინფორმაცია მათგან მიიღო".
გუშინ, რეალპოლიტიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუნდესტაგში დაიბარეს საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია.
მიზეზი — რუსული კანონია.
- ინფორმაციას არ ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები