პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოკლედ: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, სამართალდამცავების მიმართ აგრესიულები იყვნენ.
- მის განცხადებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა.
დეტალები: შს მინისტრის თქმით, ორგანიზატორები და მონაწილეები ცდილობდნენ პოლიციელების გამოწვევას და მათთან კონფლიქტში შესვლას.
- "ისინი, ასევე, ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს" — თქვა გომელაურმა.
მისი განცხადებაზე პასუხი დარბაზიდან სალომე სამადაშვილმა სცადა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა მანდატურის სამსახურს სთხოვა, დეპუტატი დარბაზიდან გაეყვანათ.
ამის შემდეგ კი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
როგორ შეაფასა სახალხო დამცველმა აქციები:
17 აპრილს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა.
ომბუდსმენის აპარატი წერს, რომ აქციების დროს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები გამოვლინდა.
- ომბუდსმენის შეფასებით, 16 აპრილის საღამოს საათებში, აქციის მიმდინარეობისას, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება.
- ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.
"შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი", — წერია დოკუმენტში.
- "გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელავას და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს.
- გავრცელებულ ვიდეო კადრში ნათლად ჩანს, როგორ ურტყამენ ჟურნალისტს.
- ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ტაბულას ჟურნალისტზე, გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და აპრილი მედიის ჟურნალისტის, გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე", — წერს ომბუდსმენი.
კონტექსტი: ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ხალხი რუსული კანონის მიღებას აპროტესტებს საკანონმდებლო ინიციატივის საპარლამენტო განხილვების პარალელურად.
- აქციები არა მხოლოდ თბილისში, სხვა რეგიონებშიც იმართება.
17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
- საქართველოს პარლამენტთან, რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები, კანცელარიასთან ავიდნენ იმ მიზნით, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოეთხოვათ.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანცელარიასთან 2 პირი დააკავა.
- ტვ პირველმა განაცხადა, რომ დაშავდა მათი ოპერატორი და ასევე, აქციის ზოგი მონაწილე.
პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, 17 აპრილს, კანცელარიასთან, პოლიციელები მას "გამეტებით ურტყამდნენ", შედეგად კი — ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი.
რუსული კანონის ქრონოლოგია:
2024 წლის 3 აპრილი
- ოცნებამ განაცხადა, რომ ისევ აპირებს იმავე რუსული კანონის კანონის მიღებას, რამაც მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვია გასული წლის მარტში.
8 აპრილი
- პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, რუსული კანონი დარეგისტრირდა.
- პარლამენტში თქვეს, რომ კანონის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს.
- ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის უკან.
- შესაბამისი ნებართვის მიუხედავად, პარლამენტში არ შეუშვეს დამოუკიდებელი მედიის ნაწილი.
- პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს.
- გავრცელდა 400-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება, მიმართვით — კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
- დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა ერთობლივად განვაცხადეთ, რომ ქართულ ოცნებას არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას.
ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, 17 მაისს გავა.
- პირველი მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი 17 აპრილს მიიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები