ლევან ხაბეიშვილი

19 Apr. 2024, 16:08

ცუდი არის ის, რომ პოლიციელების ნაწილს გადააცვეს ზონდერებს ფორმა. ესენი არიან მილიციელები, ხალხის დაცვასთან, კანონის დაცვასთან საერთო არაფერი არ აქვთ, რაც ვნახეთ, ცხადია, ძალიან მძიმე იყო ამის ყურება, რუსული რეჟიმის პირობებში ისინი ასე იქცევიან.

შესაბამისად, რომ გითხრათ ანზორ ჩუბინიძის პასუხისგების საკითხს დააყენებენ-თქო, ცხადია, მოგატყუებთ. ივანიშვილი თავად არის ამ დავალების გამცემი და შესაბამისად, ესე უყურებს ამ ქვეყანას, რომ მას უნდა ემსახურებოდეს ყველა .ამიტომ არ აქვთ განცდა,რომ პოლიციელმა კანონი უნდა დაიცვას, პოლიციელი კანონის შესაბამისად უნდა მოიქცეს.

ეს ყველა ადამიანი ხომ იდენტიფიცირებულია და ძალიან მძიმე სანახავი იყო, ეს ხომ მიზანმიმართულად გააკეთეს და ეს აყურებინეს მათ შორის საზოგადოებას რატომ? იმიტომ, რომ ეუბნებიან პარლამენტის წევრს ასე ვექცევით და თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მოგექცეთ თქვენ? სადმე დაგიმარტოხელებთ, ეს არის მათი მესიჯი და უნდა ესმოდეს ყველას, რომ შიშით, დაშინებით, ხელების გადაგრეხით, ქართველი ხალხი ვერავის დაუჩმორებია. ამას ივანიშვილი ვერ მოახერხებს. ბუმერანგივით დაუტრიალდება ის, რასაც ყოველდღიურად აკეთებენ.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. ის გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, 17 აპრილს, კანცელარიასთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, პოლიციელები მას "გამეტებით ურტყამდნენ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…