თეგეტა მოტორსში Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
ფოტო: თეგეტა
ინოვაციური ტექნოლოგია, გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი — ეს Energizer-ის აკუმულატორების მთავარი მახასიათებლებია. თეგეტა მოტორსი მომხმარებელს ამერიკული ბრენდის პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს, სადაც აკუმულატორის შერჩევა ნებისმიერი მოდელის ავტომობილისთვის არის შესაძლებელი.
თეგეტა მოტორსის ფილიალებში აპრილის თვეში Energizer-ის ბრენდის აკუმულატორების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ონლაინ შეძენის შემთხვევაში — 30%-იანი.
Energizer-ი 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და აკუმულატორებს უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინებით აწარმოებს. ამერიკული ბრენდის პროდუქტი გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით. Energizer-ის ბრენდი კომპანია CLARIOS-ის დაქვემდებარებაშია და მისი აკუმულატორები იმავე ქარხანაში მზადდება, რომელშიც VARTA-ს ბრენდის პროდუქცია, რაც ხარისხის, გამძლეობისა და წარმოების მაღალი სტანდარტების დაცვის გარანტია.
ანა იობიძე, ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი: "Energizer აკუმულატორების წარმოებისას Stamped grid technology-ს იყენებს. ეს არის ტყვიის ფირფიტების წარმოების უნიკალური ტექნოლოგია. ჩვეულებრივი ტყვიის ფირფიტების წარმოების პროცესისგან განსხვავებით, Stamped grid technology-ს შემთხვევაში, ნაკლები ენერგია გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და CO2-ის ნაკლებ ემისიებს. ასევე გაძლიერებულია კოროზიისგან დაცვა და გახანგრძლივებულია ექსპლუატაციის პერიოდი.
Energizer აკუმულატორებს მოწინავე AGM და EFB ტექნოლოგიით აწარმოებს. AGM (Absorbent Glass Mat) ტექნოლოგია განკუთვნილია START-STOP სისტემით აღჭურვილი და ე.წ. ეკოლოგიურად სუფთა (Bluetech და სხვა) ძრავების მქონე ავტომობილებისათვის.
დღესდღეობით თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილი აღჭურვილია Start-Stop სისტემით, რაც უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლები CO2-ის გამოყოფას. Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილები საჭიროებენ AGM და EFB ტექნოლოგიით წარმოებულ უახლეს აკუმულატორებს, რასაც სწორედ Energizer გვთავაზობს."
AGM მეთოდით დამზადებულ აკუმულატორებს აქვს კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორებზე 3-ჯერ გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, მაღალი გამშვები (სასტარტო) დენი, ღრმა განმუხტვის დროს არ კარგავს ტევადობის მოცულობას, ჰერმეტული კონსტრუქცია საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მდგომარეობაში დამონტაჟდეს, თუნდაც ავტომობილის სალონში.
რაც შეეხება EFB (Enhanced Flooded Battery) ტექნოლოგიას, რისი საშუალებითაც ვიღებთ აკუმულატორს თხევადი ელექტროლიტით - მისი მთავარი მახასიათებლები ის არის, რომ უძლებს უფრო მეტ ღრმა განმუხტვას, ვიდრე კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორები, აქვს გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, გამოირჩევა დამუხტვის მოკლე პერიოდითა და პროდუქტიული მუშაობით ექსტრემალურ ტემპერატურულ რეჟიმში.
Energizer-ის საქმიანობა 1896 წლიდან იწყება, როცა კომპანიაში პირველი სამომხმარებლო ბატარეა შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდიდან სთავაზობს ის მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიით წარმოებულ პროდუქციას, გარემოზე ზრუნვის სტანდარტების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული ბრენდის აკუმულატორებზე თეგეტაში უსასრულო გარანტია ვრცელდება, რაც გულისხმობს, იმას რომ ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება.
ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლონ. ფასდაკლების ოდენობა დამოკიდებულია აკუმულატორის ამპერაჟზე.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები