კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
ფოტო: Polygon
ლეგენდარული იაპონური კინოსტუდია, Studio Ghibli, კანის წლევანდელ კინოფესტივალზე განსაკუთრებულ ჯილდოს მიიღებს. ანიმაციურ სტუდიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჰაიაო მიაძაკია, პრესტიჟულ კინოღონისძიებაზე საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ჯილდოს გუნდი მიიღებს. კანის რიგით 77-ე კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება და 25 მაისამდე გასტანს.
"დიდი პატივი და სიხარულია, რომ ჩვენს სტუდიას საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა", — აღნიშნავს ტოშიო სუძუკი, Studio Ghibli-ის თანადამფუძნებელი, — "მთელი გულით ვუხდი მადლობას კანის კინოფესტივალს. ორმოცი წლის წინ, როცა მე, ჰაიაო მიაძაკიმ და ისაო ტაკაჰატამ Studio Ghibli დავაფუძნეთ, გვსურდა, ბავშვებისა და ყველა ასაკის მოზრდილისთვის მაღალხარისხიანი ანიმაცია შეგვეთავაზებინა. დღეს ჩვენს ფილმებს მთელ მსოფლიოში უყურებენ, ბევრი კი Ghibli-ის მუზეუმს და პარკსაც სტუმრობს, რათა ჩვენს კინოსამყაროში იმოგზაუროს".
"Studio Ghibli-მ ამხელა კომპანიად ქცევამდე დიდი გზა გამოიარა. და, მართალია, მე და მიაძაკი უკვე ხანში შევედით, დარწმუნებული ვარ, სტუდია ახალ გამოწვევებს მიიღებს და გუნდის ხელმძღვანელობით კომპანიის სულისკვეთებასაც შეინარჩუნებს".
Studio Ghibli 1985 წელს დაფუძნდა. მას წინ უსწრებდა მიაძაკის ცნობილი ფილმის, ნაუსიკაა ქარების ხეობიდან, გამოშვება, რომლის პროდიუსერი ისაო ტაკაჰატა გახლდათ. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში კი, სტუდიამ 20-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გადაიღო, რომელთა შორისაა პრინცესა კაგუიას ამბავი, ციცინათელების სასაფლაო, ჩემი მეზობელი ტოტორო, ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი და მოჩვენებების მიერ გატაცებული. ამ უკანასკნელმა მიაძაკის და Studio Ghibli-ს პირველი ოსკარიც მოუტანა.
მეორე ოსკარი ჰაიაო მიაძაკიმ და სტუდიამ წელს დაიმსახურეს, ფილმისთვის ბიჭი და ყანჩა. "შედევრად" შეფასებული ფილმი, რომელსაც კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლების აღფრთოვანებული გამოხმაურებაც ხვდა წილად, შარშან გამოვიდა. პრემიერამდე ფილმის შესახებ თითქმის ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, თუმცა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს მიაძაკის უკანასკნელი ნამუშევარი იქნებოდა. ამის მიუხედავად, Studio Ghibli-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 83 წლის რეჟისორი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები