რესპუბლიკური პარტია: პრემიერ-მინისტრმა ეჭვქვეშ დააყენა სეკულარიზმი ჩვენს ქვეყანაში
ფოტო: On.ge
რესპუბლიკური პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა სეკულარიზმი საქართველოში. კვირიკაშვილმა სოფელ სნოში, საპატრიარქოს მიერ ახლადაშენებული სასტუმროს გახსნაზე განაცხადა, რომ „საქართველოში სეკულარობა თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა“.
"საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან ინსტიტუციურად გამიჯნულია. ვის რა რელიგიური მრწამსი აქვს, ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ სახელმწიფოს უფლებამოსილებაა ყველა მისი მოქალაქის თანასწორობის უზრუნველყოფა, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა. ესაა სეკულარობის პრინციპი და არანაირი სხვა, კლასიკური თუ არაკლასიკური სეკულარობა არ არსებობს",- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ და დასძინა, რომ სეკულარული სახელმწიფო მოქალაქეების არჩევანია და პრემიერ-მინისტრს უფლება არ აქვს ეჭქვეშ დააყენოს ეს საკითხი.
სამნიძემ საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან და "ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისთვის აკრძალულია." მისი თქმით, მის პარტიას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მახინჯი პრაქტიკა ჩამოყალიბდა.
"ეს ყველაფერი დიდი ხანია გასცდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ საკონსტიტუციო შეთანხმების ჩარჩოებს. ეს პრაქტიკა სულ უფრო მახინჯ ფორმებს იღებს და ამას უკვე ქვეყნის პირველი პირი ღიად აცხადებს - რაც პრაქტიკაში ხორციელდება, იმას იდეოლოგიურადაც ამყარებს", - თქვა სამნიძემ.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად თბილისის საკრებულოს დეპუტატიცაა ამავე უწყებიდან 2017 წლის იანვრიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული მიწის ნაკვეთი (16 590 მ2) გაიხსენა. გარდა ამისა, სამნიძემ ადამიანის უფლებათა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 2015 წელს საპატრიარქოს საკუთრებაში ჯამში 16 742 988 მ2 მიწა დაფიქსირდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები