126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: 126 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე, ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ.
- ხელმომწერი ორგანიზაციები უარს ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე, სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე და საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.
გარდა ამისა, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან "ღირსების შემლახავ რეესტრში".
- ორგანიზაციები მოუწოდებენ ხალხს, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შეიკრიბონ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ: "ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა".
ორგანიზაციების განცხადება: "სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია.
- არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში, ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს.
- ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს.
- რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.
- ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად.
- სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი, ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში.
- მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა, ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას".
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
- Ad Hoc რეაგირების ცენტრი
- Gundelik
- ISFED მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის ოფისი
- ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
- ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
- ა(ა)იპ ნეოგენი
- ა/ო საქართველოს ევროპული მომავალი
- ა(ა)იპ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- ა(ა)იპ ,,მართლმსაჯულების სახლი”
- ალიქ მედია ჯორჯია
- ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
- ახალგაზრდების და ზრდასრულთა განვითარების ასოციაცია – YADA
- ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
- ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
- გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები
- გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
- განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციაცია – ADESI
- განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
- გერგარტი
- გორის სათემო რადიო მოზაიკა
- გურიის სამოქალაქო ცენტრი
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- დემოკრატიის მცველები
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- ვი2თექ ჯორჯია
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- თავისუფალი ასოციაცია
- თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
- თბილისი პრაიდი
- თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
- თოლისკური
- ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- კავშირი საფარი
- კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
- კომლი
- კოშკის სათემო განვითარების ცენტრი
- კრეატიული განვითარების ცენტრი
- მედიაომბუდსმენი
- მედიის ინსტიტუტი
- მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
- მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
- მონაწილებითი დემოკრატიის ინიციატივა (PDI)
- მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
- მუხრანის საინიციატივო ჯგუფი
- მწვანე ალტერნატივა
- მწვანე სექტორი
- მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
- ორბელიანი საქართველო
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
- პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის -პსკ
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
- პლატფორმა სალამი
- პრევენცია პროგრესისთვის
- პროიუზ საქართველო
- პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
- რაჭის სათემო ორგანიზაცია
- რეგიონული პარტნიორობის ცენტრი
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
- საზოგადოება და ბანკები
- საზოგადოებრივი მონიტორინგის და კვლევის ცენტრი PMRC
- საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
- საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
- სათემო კავშირი ჰერეთი
- სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
- საინიციატივო ჯგუფი – აქტიური მოქალაქეობის აკადემია
- საინიციატივო ჯგუფი “მოძრაობა”
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
- საორსა
- საუნჯე
- საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- საქართველოს მომავლის აკადემია
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითრების ასოციაცია (ACSDG)
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
- საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
- საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
- საქართველოს შეფასების საზოგადოება
- სბგც კავკასია ახალციხის ოფისი
- სოლიდარობის თემი
- სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი – ლილიფარი
- სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სოციალური საწარმო “გუმბათი”
- სტრატეგიული, ორგანიზაციული, და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP)
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- უფლებები საქართველო
- ფემეა
- ფემინა
- ფენიქსი 2009
- ფორსეტი
- ქალები თავისუფლებისთვის
- ქალები რეგიონის განვითარებისათვის
- ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო
- ქალთა ასოციაცია გვირილა
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- ქალთა სოლიდარობის ცენტრი
- ქალთა ფონდი საქართველოში
- ქალი და განვითარება
- ქართული მედია ჯგუფი
- ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- ყვარლის ევროკლუბი
- შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი "ლამპარი”
- ჩემი ხარაგაული
- ჩვენ განათლებისთვის
- ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო NEO TV
- ცოდნის კაფე
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
- ჭავჭავაძის ცენტრი
- ჯგუფი ბულიონი ( მხატვრების გაერთიანება )
ბოლო ხაზი: ხელმომწერი ორგანიზაციები წერენ, რომ არასოდეს იცხოვრებენ პუტინის წესებით და რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები