ანა წითლიძე

29 Apr. 2024, 13:18

არანაირი განხილვა არ აინტერესებს "რუსულ ოცნებას", არანაირი მიზანი "რუსულ ოცნებას" არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას.

თქვენ ნახეთ დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე.

არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს.

საბოლოოდ ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი.

თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა წითლიძემ მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გააძევეს.

დღეს, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენა მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა 7 ოპოზიციონერი დეპუტატი: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ანა წითელაძე, ქეთევან თურაზაშვილი და თაკო ჩარკვიანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…