რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
მოკლედ: ბოლო დღეებში, რუსული კანონს რამდენიმე ბიზნესმენმა დაუჭირა მხარი. ვინ არიან და რა კავშირები აქვთ მმართველ პარტიასთან ამ ადამიანებს — საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მათ შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
ივლიანე (ილია) წულაია. სამშენებლო კომპანია არქი.
- კავშირი ქართულ ოცნებასთან: ივლიანე წულაია თბილისის მერის კახა კალაძის მეჯვარეა. ის 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ქართული ოცნებიდან.
- შემოწირულება: 2016 წლიდან მას ქართული ოცნებისთვის 170 000 ლარი აქვს შეწირული.
- კორუფციული ბრალდებები: TI აღნიშნავს, რომ არქი ჯგუფის მშენებლობებთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს.
- ივლიანე წულაიას ბიზნესჯგუფის საკუთრებაში უპირობო, ხელოვნურად გამსხვილებული, უკონკურენტო აუქციონით საშუალებით აღმოჩნდა გუდიაშვილის მოედანზე თბილისის ბიუჯეტით აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე შენობა.
ნოშრევან ნამორაძე, სამშენებლო ბიზნესი
- კავშირი ქართულ ოცნებასთან: ნოშრევან ნამორაძე ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენია, ირაკლი ღარიბაშვილი ნოშრევან ნამორაძის შვილის ნათლიაა, — აღნიშნავს ორგანიზაცია.
- შემოწირულება: ნოშრევან ნამორაძეს და მის მეუღლეს, ნინო სუთიძეს, 2016 წლიდან ქართული ოცნებისთვის 270 000 ლარი აქვთ შეწირული.
- კორუფციული ბრალდებები: ნოშრევან ნამორაძე თბილისში მასშტაბური მშენებლობების პრობლემურ ნებართვებს იღებს. ჟურნალისტური გამოძიებების თანახმად, ნებართვები დაუსაბუთებლად, არსებული რეგულაციების დარღვევებით და საჯარო ინტერესის უგულებელყოფის ხარჯზე გაიცემა.
- ამ გზით ნამორაძე აშენებს 180 მეტრიან ცათამბჯენს ვაკეში და საცხოვრებელ კომპლექსს თაბორის მთაზე. სტუდია მონიტორის გამოძიების თანახმად, სწორედ ნოშრევან ნამორაძის საცხოვრებელ კომპლექსში — "კრწანისი ვილა რეზიდენსი" — არსებულ პენტჰაუზში ცხოვრობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.
სოსო ფხაკაძე / ლევან ფხაკაძე — ვისოლი, სმარტი, ვენდისი, დანკინი
ძმები ფხაკაძეები რუსულ კანონს ამართლებენ, რომელიც ამერიკას მტრად აცხადებს. ამ დროს, მათი ბიზნესის დიდი ნაწილი სწორედ ამერიკულ ბრენდებს — ვენდისსა და დანკინს იყენებს, — წერს მათ შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.
- ტენდერები: ძმები ფხაკაძეების კომპანია ვისოლს სახელმწიფო შესყიდვებიდან 100 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული 2013 წლიდან.
- კორუფციული ბრალდებები: 2013 წლამდე კომპანია ვისოლი მომხმარებელს და სახელმწიფოს ატყუებდა, რომ საქართველოში "აპი სუპერის" ბენზინს ყიდდა, მაშინ, როდესაც საბაჟოს ოფიციალური მონაცემებით ეს ბენზინი საერთოდ არ შემოდიოდია ქვეყანაში, — წერს TI.
ელდარ მილდიანი, წინანდლის ძველი მარანი და სხვა ღვინის კომპანიები
TI-ის თანახმად, ელდარ მილდიანის კომპანია წინანდლის ძველი მარანი შედის რუსეთში ღვინის ექსპორტიორ ტოპ 10 კომპანიაში. მისი შვილი University College Dublin-ში სწავლობს.
- შემოწირულება: ელდარ მილდიანს და მის მეუღლეს 2016 წლიდან ქართული ოცნებისთვის 295 000 ლარი აქვთ შეწირული.
- ტენდერები: ელდარ მილდიანის ღვინის კომპანიებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან 6 მლნ ლარამდე აქვთ მიღებული.
ზურაბ ჩხაიძე, კახური ტრადიციული მეღვინეობა
TI-ის ინფორმაციით, ზურაბ ჩხაიძის კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობა შედის რუსეთში ღვინის ექსპორტიორ ტოპ 10 კომპანიაში. მისი ძმა გოჩა ჩხაიძე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა და დღესაც ფლობს ბიზნესს, კერძოდ პეტერბურგში. გოჩა ჩხაიძის მეუღლე, ირმა ნიორაძე წლების მანძილზე პეტერბურგის მარიინსკის თატრის სოლისტი და პრიმა ბალერინა იყო.
- კავშირი ქართულ ოცნებასთან: ზურაბ ჩხაიძის მეუღლე ია მაქაცარია-ჩხეიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მეგობარია. ია მაქაცარია-ჩხაიძე 2017-2022 წლებში ა(ა)იპ სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი.
- შემოწირულება: ზურაბ ჩხაიძეს 2018 წლიდან „ქართული ოცნებისთვის“ 480 000 აქვს შეწირული. ზურაბ ჩხაიძის ღვინის კომპანიებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან და სახელმწიფო შესყიდვებიდან 10 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.
შოთა ბერეკაშვილი, ბკ ქონსთრაქშენი
შოთა ბერეკაშვილი რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.
მის კომპანიას ბიქეი ქონსთრაქშენს USAID-ის გრანტი აქვს მიღებული.
- კავშირი ქართულ ოცნებასთან: შოთა ბერეკაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის ბაია კვიციანის სიძეა. მისი მეუღლე მაკა კვიციანი ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის მეჯვარეა.
- ტენდერები და სახელმწიფო პროგრამები: შოთა ბერეკაშვილს წლების განმავლობაში 21 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, საიდანაც 15 მილიონი ლარი კონკურენციის გარეშე მიიღო. მისი მეუღლის მაკა კვიციანის კომპანია DAALOD "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით წლებია საერთაშორისო მოდის კვირეულებში მონაწილეობს.
მინდია საბანაძე, სითი მოლის მფლობელი
ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა სითი მოლის მფლობელმა მინდია საბანაძემ, რომელმაც, TI-ის ცნობით, 2016-17 წლებში ქართულ ოცნებას 100 000 ლარი შესწირა, ხოლო 2012-ში – 49 965 ლარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
ირაკლი კვერღელიძე, ორბის მფლობელი
რუსულ კანონს მხარი დაუჭირა ორბის მფლობელმა ირაკლი კვერღელიძემ, რომელმაც ქართული ოცნების სასარგებლოდ, 85 000 ლარი გაიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში







კომენტარები