კახა კალაძე

1 May. 2024, 15:19

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდობიანი აქციის დასახელება უბრალოდ შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით. ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის — რომელი ორგანიზაციაა, პარტიაა, საიდან ფინანსდება და როგორ.

ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის მიღება მოგვცემს შესაძლებლობას, ყველამ გააკეთოს დეკლარირება იმისა, თუ საიდან ფინანსდება, რა პროექტებზე და რა მიზნით იხარჯება თანხები. ამავდროულად, ყველა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება. ცხადია, ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება.

ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს. გვყავს განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები.

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს დეტალებში, რადგან არ უხსნიან სიმართლეს. ერთი არგუმენტი ვერ დაასახელეს ამდენი ხნის განმავლობაში, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი. ჩვენ არაფერს ვმალავთ — პირდაპირ ვამბობთ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უცხოური გავლენების შემცირება ქვეყანაში.

— განაცხადა კახა კალაძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარბია ძალის გამოყენებით გუშინ, 30 აპრილს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…