ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
რა ხდება: საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ამ დროისათვის, მონიტორინგის ფარგლებში საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეო ჩანაწერების გაცნობის და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, 30 აპრილის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შეფასებები წარადგინა.
პარლამენტის პიკეტირების მონაკვეთი: ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლების მოთხოვნა, შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური თუმცა, მთავარია განთავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც აპარატის დაკვირვებით ცალკეულ შემთხვევაში ნამდვილად არ იყო სახეზე.
წიწაკის სპრეის მონაკვეთი: სახალხო დამცველის მოხსენების თანახმად, მოგვიანებით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, სამართალდამცავებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, როგორც დამიზნებით, ასევე ზოგადად აქციის მონაწილეების მიმართ. წიწაკის სპრეის აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გამოიყენეს, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის გათავისუფლება. არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძვლები. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ არ მომხდარა სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე აქციის მონაწილეთა გაფრთხილება.
სხვადასხვა საშუალებების გამოყენების დაწყება: პირველადი შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 23:22 საათიდან სამართალდამცავებმა, გაფრთხილების გარეშე, ცრემლსადენი გაზის დიდი რაოდენობა გააფრქვიეს. ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გაკეთებულ გაფრთხილების განცხადებას თითქმის მაშინვე მოჰყვა წყლის ჭავლის გაშვება. სახალხო დამცველი, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და შემდგომაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის, შესაბამისად მისი დაშლისკენ მოწოდებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი.
- სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შეკრების მონაწილეები მშვიდობიანად აგრძელებდნენ პროტესტს, ხოლო სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის) გამოყენება რამდენიმე საათის განმავლობაში, გარკვეული პერიოდის შუალედებით, კვლავ გრძელდებოდა, უკვე რუსთაველის გამზირზე გადანაცვლებული აქციის მონაწილეთა მიმართ.
- სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც მისი განმარტებით, სამართალდამცავებმა სცემეს.
- გარდა ამისა, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტები, საქმიანობაში ხელი შეეშალა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს.
დაკავებულთა მონახულება: 30 აპრილის ღამის და 1 მაისის მთელი დღის მანძილზე სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა 49 პირი მოინახულეს. მათგან, 47 ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორის, ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
- 31 პირი მიუთითებდა პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე/არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები.
- 31-დან 19 ითხოვდა რეაგირებას, რის შესახებაც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს
- შსს-ს: უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტები;
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: გაატაროს ყველა კანონისმიერი ეფექტიანი ღონისძიება 30 აპრილს/1 მაისს სამართალდამცავი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების მქონე თითოეული ფაქტის გამოძიების, დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისა და მის მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების გატარების მიზნით.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები