სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა
რა ხდება: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმმა და წყლის ჭავლმა დატოვა.
დეტალები: ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანო დატოვეს უმრავლესობის წევრებმა, რომლებმაც რუსულ კანონს დღეს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
ამ თემაზე — სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
- აქციის მონაწილეებმა დღესაც სცადეს გამოსასვლელებთან დახვედროდნენ დეპუტატებს, თუმცა სამართალდამცველებმა შეძლეს პარლამენტის წევრებს შენობა დაბრკოლების გარეშე დაეტოვებინათ.
რას ამბობს შსს: ადასტურებს, რომ სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა მას შემდეგ, რაც "უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა".
- შსს განცხადებაში წერს, რომ პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე.
- "შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კონტექსტი: პარლამენტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს, მისი მიღებით დაასრულა.
- გუშინ, განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
- მშვიდობიანი მანიფესტანტები სპეცრაზმმა არაერთხელ დაარბია.
- მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, სცემეს მანიფესტანტებს, ჟურნალისტებს.
- მძიმედ არის ნაცემი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
გუშინდელი დარბევა დაგმეს როგორც ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ისე — დასავლელმა პარტნიორებმა.
- ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა X-ზე დაწერა, რომ საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ამიტომ, ის მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების უფლება.
- "ძალის გამოყენება ამის ჩასახშობად მიუღებელია", — აღნიშნა ბორელმა.
ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პარტიამ — EPP-მ მკაცრად დაგმო აქციის მონაწილეებისა და ენმ-ის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ცემა.
- "ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიას და ევროპას.
- დროა, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში.
- საქართველოს მომავალ თაობას ამ ბრძოლაში მარტო ვერ დავტოვებთ", — დაწერა ევროპის სახალხო პარტიამ.
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე".
- მისი თქმით, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მიმართ რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ წიწაკის სპრეი, რისი აუცილებლობაც, არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა: "გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ აქციის მონაწილეები სპეციალური საშუალების გამოყენების თაობაზე არ გაუფრთხილებიათ წინასწარ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები