ლანა ღოღობერიძე

2 May. 2024, 16:08

საუკუნეთა მანძილზე პატარა ქრისტიანული ერი, გარშემორტყმული დიდი აგრესიული იმპერიებით, იბრძოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ეს ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა იმიტომ, რომ მას საფუძვლად ჰქონდა დიდი ჰუმანისტური კულტურა, რომელიც იმთავითვე გვაახლოებდა ევროპასთან.

დღეს ისე ახლოს ვართ ამ სულიერ მოკავშირესთან, როგორც არასოდეს. ეს მთელი თავისი არსებით, გენეტიკური ინტუიციით, იცის ქართველმა ხალხმა, იცის ქართველმა ახალგაზრდობამ. იცის იმიტომ, რომ ეს განცდა მისი სულის თანდაყოლილი ნაწილია. ამიტომ იბრძვის ის ასე გულწრფელად, ასე თავგადაკლულად ევროპული მომავლის გადასარჩენად!

მე მართლა გულით მიკვირს, რომ ხელისუფლება ქართველთა ამ ყველაზე ბუნებრივ ტენდენციას ძალას უპირისპირებს!

როგორც ჩანს, ხელისუფალთ არ ესმით, რომ მათი წინააღმდეგობა განწირულია, განწირულია იმიტომ, რომ სულით ევროპული და თავისუფალი საქართველო, საუკუნეთა მანძილზე უამრავი წინააღმდეგობის დაძლევით, უამრავი მსხვერპლის გაღებით, და ამიტომაც დღეს ასე ბუნებრივად, ასე ლაღად და სიხარულით მიადგა ევროპას და შეაღო მისი კარი.

ეს იგრძნო ევროპამაც და ამიტომაც ასე ფართოდ გაგვიღო ეს კარები.

და თქვენ გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?

შეძლებთ ჩვენს დაბრუნებას შავბნელ საბჭოთა კავშირში?

ეს შეუძლებელია. ჩვენ ბედისწერამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე!

მე ქედს ვიხრი ქართველი ხალხის უკვდავი სულისკვეთების წინაშე, რომელიც დღეს რუსთაველზე შეუპოვრად მდგომ ყოველ პიროვნებაშია განსხეულებული!

ჩვენ გავიმარჯვებთ და შევქმნით თავისუფალ, დამოუკიდებელ, ევროპულ, სამართლიან ქვეყანას!

და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…