ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
რა ხდება: გუშინ, 2 მაისს, ღიად ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს.
- მერმა შეურაცხმყოფელი ლექსიკით გამოხატა აგრესია მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ 1-ელი მაისის ღამეს.
- ორგანიზაცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დღეს, 3 მაისს გამოეხმაურა მომხდარს და განაცხადა, რომ გმობს კახა კალაძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს.
ქარტია: "ჟურნალისტების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა, ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, ბოლო წლებია, ტრადიციად იქცა.
- ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გაჯერებული სიძულვილის ენა, რომელსაც ისინი რეგულარულად იყენებენ, საზოგადოების თვალში ჟურნალისტიკის როლის დაკნინებასა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ემსახურება.
- გარდა იმისა, რომ ამგვარი დამოკიდებულება ხელს უშლის მედიას, ეფექტურად იფუნქციონიროს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს.
- შედეგად, უკვე გვაქვს ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის არაერთი მაგალითი.
- გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს ძალადობრივი ჯგუფების დაუსჯელობით გულმიცემული წევრები ესხმიან თავს.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თბილისის მერისა და პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის საქციელი 2 მაისის ბრიფინგზე, რა დროსაც მან შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს ნუცა ბახუტაშვილს.
- კახა კალაძემ, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სახელწოდებით — რადიკალების ჟურნალისტი.
- აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოში არ მოხვდა ის, თუ როგორ იყენებს ქალაქის მერი არანორმატიულ ლექსიკას ჟურნალისტის მიმართ ბრიფინგის დასრულების შემდგომ. აგრესია მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა იმით, თუ რატომ მალავენ შსს სამინისტრო და ქალაქის მერი იმ ფაქტს, რომ შსს-მ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა ("არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?”).
საქართველოს ჟურნალისტური ქარტია გმობს ჟურნალისტებთან ურთიერთობის ამგვარ სტილს და შეახსენებს თბილისის მერს, რომ მას როგორც მაღალი თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება."
კონტექსტი: 1-ელ მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, 9 აპრილის ქუჩაზე, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
- სპეციალური საშუალებები, მოქალაქეების წინააღმდეგ, გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.
- დაახლოებით 22:00 საათიდან, შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დროდადრო იყენებდა წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს. სამინისტრომ თქვა, რომ არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები, იმის მიუხედავად, რომ დაშავებულებს სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 8 დაშავებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
- დაშავებულებს აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე — ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები