ვინ არიან Microsoft-ის ტოპ აქციონერები
ფოტო: Microsoft
Microsoft Corp. (MSFT) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც 1975 წელს დაარსდა. მისი ბიზნესი კომპიუტერულ მოწყობილობებს, ღრუბლოვან სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სხვა სერვისებს მოიცავს, რომელთა მომხმარებლებიც როგორც ცალკეული პირები, ისე კომპანიები არიან.
Microsoft-ის მთავარი აქციონერების სია ასე გამოიყურება: სატია ნადელა, ბრადგორდ სმიტი, ქეთლინ ჰოგანი, Vanguard Group Inc., BlackRock Inc. (BLK), და State Street Corp.
ამ კომპანიის ბოლო 12 თვის შემოსავალი 227,58 მილიარდ დოლარს, ხოლო წმინდა შემოსავალი 82,54 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3,189 ტრილიონი დოლარია. ამჟამად მისი ერთი აქცია 429,33 დოლარად ივაჭრება.
ტოპ-3 ინდივიდუალური აქციონერი
სატია ნადელა Microsfot-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2014 წლიდან იკავებს. იგი კომპანიის გუნდს 1992 წელს შეუერთდა. წლების განმავლობაში ნადელა კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ბოლო ინფორმაციით, ის კომპანიის მიერ გამოშვებულ 801,331 აქციას ფლობს.
ბრედფორდ სმიტი Microsoft-ის პრეზიდენტი და საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეა, რომელიც მანამდე კომპანიის გენერალური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. სმიტი ხელმძღვანელობს კომპანიის ინიციატივებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და გარემოს მდგრადობა. სმიტი Microsoft-ის 570,826 აქციას ფლობს.
კეტლინ ჰოგანი Microsoft-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და ადამიანური რესურსების მთავარი მენეჯერია. ის კომპანიის 220,000-ზე მეტ თანამშრომლის საჭიროებებზე ზრუნავს და ამის პარალელურად ქალთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის საბჭოს წევრიც არის. ჰოგანი კომპანიას 2003 წელს შეუერთდა. ამჟამად იგი Microsoft-ის 159,764 აქციას ფლობს.
ტოპ-3 ინსტიტუციური აქციონერი
Vanguard Group Inc. ამ კომპანიის 664,91 მილიონ აქციას ფლობს, რაც სრულად გამოშვებული აქციების 8,95%-ია. ეს კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქტივების განმკარგველია — შესაბამისად, კომპანიის წილების უმეტესი ნაწილი მისი კლიენტების საკუთრებაა, რომლებსაც საკუთარი ფული Vanguard-ის სხვადასხვა ფონდში აქვთ დაბანდებული. Vanguard-ი ჯამში 7,6 ტრილიონი დოლარის გლობალურ აქტივებს მართავს.
BlackRock Inc. Microsoft-ის 538,94 მილიონ აქციას ფლობს, რაც სრულად გამოშვებული აქციების 7,25%-ია. ეს კომპანია იმ ათასობით ინვესტორის სახელით მართავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც BlackRock-ის ფონდებში საკუთარ ფულად სახსრებს აბანდებენ. უნდა ითქვას, რომ ჯამში BlackRock-ის პორტფელი 9,4 ტრილიონი დოლარის აქტივებისგან შეგდება.
State Street Corp. Microsoft-ის 297,63 მილიონ აქციას ფლობს, რაც ამ კომპანიის ფასიანი ქაღალდების საერთო რაოდენობის 4,01%-ია. State Street საინვესტიციო მომსახურების გამწევი კომპანიაა, რომელიც ჯამში 3,7 ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავს.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები