რა არის გაცვლითი სავაჭრო ფონდი — რომელ ETF-ში ინვესტირებაა პოპულარული საქართველოში
გაცვლითი სავაჭრო ფონდი (Exchange-Traded Fund) ისეთი საინვესტიციო პროდუქტია, რომელიც საკუთარ თავში სხვადასხვა სახის ფასიან ქაღალდს აერთიანებს და რომელიც ინდივიდუალური აქციის მსგავსად ივაჭრება.
მარტივად რომ ვთქვათ, ETF-ში ინვესტირებით ყიდულობ ფონდის აქციებს, რომელიც თავის მხრივ ფლობს სხვადასხვა კომპანიის ფასიანი ქაღალდების ბუკეტს. ETF-ების უმრავლესობა ისეთ ღია ფონდებს მიეკუთვნება, რომლებში ჩართული ინვესტორების რაოდენობაც შეზღუდული არ არის.
ასეთი ფონდის ერთ-ერთი მაგალითია Vanguard's Consumer Staples ETF. ის MSCI US Investable Market Consumer Staples 25/50 ინდექსს მიჰყვება, რომელიც 104 კომპანიას აერთიანებს. ფონდი ფლობს 104 კომპანიის წილებს — შესაბამისად, მასში 1 დოლარის ინვესტიცია ნიშნავს 1 დოლარის ღირებულების წილს 104 კომპანიიდან. ამ ინდექსში შემავალი კომპანიების მოკლე ჩამონათვალია: Proctor & Gamble, Costco, Coca-Cola, Walmart, და PepsiCo.
სტატისტიკა: სავაჭრო ფონდებში ინვესტირების მაჩვენებელი თითქმის ყოველწლიურად იზრდება. ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუ რიცხვებს დიდ სურათში შევხედავთ. მაგალითად, 2012 წელს გაცვლუთ სავაჭრო ფონდებში 1,77 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. 2022 წლისთვის კი ამ მაჩვენებელმა 9,55 ტრილიონს მიაღწია.
პოპულარული ETF-ები
მსოფლიოში არაერთი პოპულარული ფონდია, რომელთა ნაწილიც კონკრეტული აქციების ინდექსებს მიჰყვება, ნაწილი კი ინდუსტრიულ კომპანიებს აერთიანებს. მათ შორისაა:
- SPDR S&P 500 (SPY): ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული ფონდია, რომელიც S&P 500 ინდექსს მიჰყვება;
- iShares Russell 2000 (IWM): ფონდი, რომელიც Russell 2000-ის მცირე კაპიტალიზაციის ინდექსს აკვირდება;
- Invesco QQQ (QQQ): ფონდი, რომელიც Nasdaq 100-ის ინდექსს მიჰყვება. ეს ინდექსი თავის მხრივ ტექნოლოგიურ აქციებს აერთიანებს;
- SPDR Dow Jones Industrial Average (DIA): ფონდი, რომელიც წარმოადგენს Dow Jones Industrial Average-ის 30 აქციას.
გარდა ამისა, არსებობენ სექტორული ფონდები, რომელიც კონკრეტულ ინდუსტრიებს აკვირდებიან. მათ შორის: ნავთობის, ენერგეტიკის, ფინანსური სერვისების, უძრავი ქონებისა და ბიოტექნოლოგიის.
დივიდენდი და სხვა უპირატესობები
ETF-ში ინვესტირებით აქციონერის მიზანია გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდი იმაზე ძვირად გაყიდოს, ვიდრე მასში გადახდილი აქვს და სწორედ ასე მიიღოს შემოსავალი. თუმცა, გარდა ამისა, ფონდებში აქციების ყიდვისას ინვესტორებს დივიდენდის მიღებაც შეუძლიათ.
ამასთან, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ETF-ში ინვესტირება დივერსიფიცირებული პორტფელის ქონის საშუალებას გაძლევს. სწორედ ამიტომ, ფონდებში ინვესტირება ნაკლებრისკიანად ითვლება და ამას განსაკუთრებით დამწყებ ინვესტორებს ურჩევენ ხოლმე.
როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ETF-ში
ETF-ში ინვესტირება, მსგავსად აქციებით ვაჭრობისა, საინვესტიციო პლატფორმებზეა შესაძლებელი. მათ შორის, ამის საშუალებას საქართველოს ბანკის მობილბანკი იძლევა. სტატისტიკის მიხედვით, მობილბანკის მომხმარებლებს შორის ყველაზე მეტად პოპულარული ფონდი SPY-ის. ეს ETF იმ 10 ყველაზე პოპულარულ აქციას შორის შედის, რომლითაც მობილბანკის მომხმარებლები ვაჭრობენ.
ყველაზე პოპულარული ფონდი საქართველოში
როგორც უკვე აღინიშნა საქართველოში ფონდებს შორის ყველაზე მეტი ინვესტორი SPY-ის ფასიანი ქაღალდებით ინტერესდება. ის S&P 500-ის ინდექსს მიჰყვება, რომელიც ფინანსური მომსახურების კომპანია Standard & Poor’s-მა 1957 წელს შექმნა.
ინდექსი 503 კომპანიას აერთიანებს და მათი ძირითადი ნაწილი საინფორმაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობენ. ყველაზე მცირე წილი კი უძრავი ქონებისა და კომუნალური მომსახურების სექტორებზე მოდის.
ასევე იხილეთ:
იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსი შეწონილია მასში თითოეული კომპანია საკუთარი წონით, ანუ საბაზრო კაპიტალიზაციით არის წარმოდგენილი. ის კომპანიები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია მაღალია, ინდექსის ზრდასა და კლებაზე უფრო დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე შედარებით მცირე მოთამაშეები.
ბოლო მონაცემებით, SPY-ის ერთი აქცია 517.14 დოლარი ღირს. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით მისი ღირებულება 8,8%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები