თეგეტა ონტოფოს ასწლოვანი ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მულტიფუნქციური სმარტ ბორდი გადასცა და ბიბლიოთეკა საჭირო წიგნებით შეავსო.
აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ ონტოფოში პირველი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერითა და ადგილობრივების ძალისხმევით 1912 წელს დაარსდა. 111 წლის შემდეგ ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები საუკუნოვანი იდეის დაცვის გარშემო გაერთიანდნენ და ტრადიციული სივრცისთვის ახალი მიზნები დასახეს.
ონტოფოს ბიბლიოთეკის განახლების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესება და მათი ცოდნის გამრავალფეროვნებაა. ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით, ბიბლიოთეკა საზოგადოებრივ ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც განახლებულ სამკითხველოსა და საბავშვო სივრცეში ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იქნება. სწორედ ტექნოლოგიური აღჭურვის პროცესში ჩაერთო თეგეტა ჰოლდინგი. განათლების მხარდაჭერა თეგეტას CSR-ს პრიორიტეტული მიმართულებაა.
სოფელ ონტოფოს სამზრუნველოს წევრები, მოსწავლეები, მასწავლებლები და თეგეტას წარმომადგენლები ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენ განახლებული ბიბლიოთეკის კონცეფციას, მის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
თათია ხორბალაძე, თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "განათლების მხარდაჭერა თეგეტას კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. ონტოფოს ბიბლიოთეკას, როგორც თეგეტა ქეარის პარტნიორ ორგანიზაციას, ამ ინიციატივის ყველა ეტაპზე ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვუერთდებით ძალისხმევას — ყველა სოფელში არსებობდეს ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ცოდნის მაძიებელი ახალგაზრდები განვითარებას, ახლის სწავლასა და შემეცნებას შეძლებენ. ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის გადინების მაჩვენებელს და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთავს სოფელში მცხოვრებთა ყოველდღიურობას."
სოფელ ონტოფოში ვიზიტისას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ბიბლიოთეკის ფონდის სხვადასხვა ჟანრისა და კატეგორიის წიგნებით შევსებაზეც იზრუნა. გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მასწავლებლებთან, მშობლებთან და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან სმარტ ბორდის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.
სამზრუნველოს წევრმა, ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა ბავშვებს საკუთარი წიგნი წაუკითხა, რომელსაც მოსწავლეები სმარტ ბორდის საშუალებით გაეცნენ. ინტერაქციული შეხვედრა მოზარდების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებდა. სემინარის დასასრულს, ბავშვებმა წიგნის თემატიკის შესაბამისი ნახატები თავადაც შექმნეს.
თემურ გუგუშვილი ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წარმომადგენელი: "ბიბლიოთეკის განახლების მიზანია, სოფელში შეიქმნას მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს და თანაბრად ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას ყველა თაობის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენთვის ყველანაირ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თეგეტას თანამონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის იყო პირველი კერძო კომპანია, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს დაუმეგობრდა და მხარი დაგვიჭირა ბიბლიოთეკის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
ჩვენი თანამშრომლობის პირველი მთავარი შედეგი გახლავთ ბიბლიოთეკის ე.წ. სმარტ ბორდით უზრუნველყოფა და წიგნის ფონდის განახლება. რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით მათთან თანამშრომლობის გაგრძელებით. ბიბლიოთეკის განვითარების პროცესში, იმედი გვაქვს, თეგეტას მხარდაჭერა სხვა ორგანიზაციებისთვისაც მაგალითის მიმცემი იქნება და ისინი ბიბლიოთეკის სამზრუნველოს მეგობრებს შემოუერთდებიან."
სამზრუნველოს ინიციატივით, განახლებულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები