რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
ფოტო: AFP
ქართული ოცნების დაჟინებულ სურვილს, მიიღოს რუსული კანონი საქართველოში, თითქმის 1 თვეა, ხალხი მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით ეწინააღმდეგება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ხელისუფლება პერიოდულად იყენებს ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაზიანებული და დაკავებულია არაერთი მოქალაქე.
- საპროტესტო აქციები გაიმართება დღესაც, 7 მაისს.
- პროტესტი გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 11 მაისს კი დიდი საპროტესტო აქციაა დაანონსებული თბილისში.
დღეს, 7 მაისს
- პროტესტი თელავში: მოქალაქეები ერეკლე მეორეს ძეგლთან აპირებენ შეკრებას 18:00 საათისთვის, გზავნილით — "არა რუსულ კანონს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს."
- პროტესტი ქუთაისში: დემონსტრანტები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბებიან 18:00 საათზე. მათ პროტესტს მსვლელობის სახე ექნება. "ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით რუსული ოცნების ოფისთან. ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ბოლო გაჩერება — რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია)", — აცხადებენ ორგანიზატორები.
- პროტესტი თბილისში: რუსულ კანონს ტრადიციულად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გააპროტესტებენ დღეს თბილისშიც. აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
- 21:00 საათზე კი ასევე, თბილისში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი დედაენის ბარში. ორგანიზატორების თანახმად, "შემოსული თანხა მოხმარდება საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს."
მომდევნო დღეებში: საპროტესტო აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაგრძელდება. ამ დროის მონაცემებით, პროტესტი დაგეგმილია:
- 8 მაისი — გორი, ბორჯომი, ქუთაისი;
- 9 მაისი — ზუგდიდი;
- 10 მაისი — ბათუმი;
- 11 მაისი — თბილისი.
რა ვიცით 11 მაისს, თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ: ევროპის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა.
"მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი — 11 მაისი. ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქ [აქციაზე] არ ყოფილან, მოვიყვანოთ", — განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, 2 მაისს, გმირთა მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
- ევროპის დღის შესახებ: საქართველო, 2024 წელს, ევროპის დღეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს. ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, თუმცა, ამ თარიღთან დაკავშირებული სახალხო ზეიმი, თბილისში, ექსპო ჯორჯიაში, შაბათს, 11 მაისს გაიმართება.
2024 წლის 3 აპრილს მმართველმა პარტიამ დაარღვია ერთი წლის წინ დადებული პირობა, რომ აღარ მიუბრუნდებოდა რუსული კანონის მიღების საკითხს.
- გასული, 2023 წლის მარტში, ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებას ხალხი პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცავებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
- შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო და თქვა, რომ საკითხს აღარ მიუბრუნდებოდა: "მე, პირველ რიგში, გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არასდროს დაინიციირდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ნაცმოძრაობაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 9 მარტს, როდესაც ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები