"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
ფოტო: The Guardian
ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის შაშვი შაშვი მაყვალმა ცნობილი გამოცემა The Guardian-ის ყურადღება მიიქცია. პოპულარული მედიის ორმა ავტორმა ქართულ ფილმზე რეცენზიები გამოაქვეყნა. ორივე მათგანმა ფილმი 5-დან 4 ვარსკვლავით შეაფასა.
შაშვი, შაშვი, მაყვალი პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრებ, შუახნის ასაკის დაუქორწინებელ ქალ ეთეროზე გვიყვება, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია აქვს. ის მამისა და ძმის სიკვდილის შემდეგ საკუთარი თავისუფლებით ტკბება და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა მოულოდნელად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ეთეროს გეგმებს თავდაყირა აყენებს.
თამთა მელაშვილი ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა საერთაშორისო აღიარება უკვე არაერთხელ მოიპოვა. ნაწარმოების მთავარი გმირის, ეთეროს, როლს ფილმში ეკატერინე ჩავლეიშვილი ირგებს.
"ჩავლეიშვილი შეუდარებელია, მისი შესრულება კი ნამუშევარსა და მის ხასიათს ქმნის. ეთერო სიმკაცრისა და ემოციურობის ნაზავია, რაც შეუთავსებელი უნდა იყოს, მაგრამ ერთმანეთს მშვენივრად ერწყმის", — წერს The Guardian-ის ავტორი ვენდი აიდი.
ფილმი ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვეიცარიული კომპანია Alva Film-ის საერთო ნამუშევარია. შაშვი, შაშვი, მაყვალის ერთ-ერთი სცენარისტი თავად რომანის ავტორი იყო.
"ეს ფილმი იმას გვიჩვენებს, რის დაიგნორებასაც ფილმების დიდი ნაწილი ცდილობს — სიყვარული და სექსი მხოლოდ საყვარლებისთვის, სექსუალურებისთვის და ახალგაზრდებისთვის არაა. შაშვი შაშვი მაყვალი ნაზი და ლამაზი ფილმია", — წერს The Guardian-ის მეორე ავტორი, პიტერ ბრედშოუ.
შაშვი შაშვი მაყვალმა აქამდე არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მაგალითად, ბათუმის კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა, ეკატერინე ჩავლეიშვილი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. შაშვი შაშვი მაყვალმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — ის მიშკოლცის საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 პრიზის მფლობელი გახდა.
ამასთან, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კინოდაჯილდოებაზე, სარაევოს კინოფესტივალზე, ელენე ნავერიანის შაშვი შაშვი მაყვალი საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად დასახელდა. შაშვი შაშვი მაყვალი 2023 წლის ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაშიც მოხვდა და ასევე, კანის კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი. ცოტა ხნის წინ ფილმი შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა.
მელაშვილის ბესტსელერად ქცეულმა წიგნმა 2021 წელს პრემია საბაც მიიღო წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ნაწარმოების მიხედვით ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა სპექტაკლიც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები