უხილავი თამაში — ნახეთ ახალი ქართული სერიალის ტრეილერი
ფოტო: კავეა პლუსი
ფსიქოლოგიური თრილერის მოყვარულებს ეს ამბავი განსაკუთრებით გაახარებს: სულ მალე ახალი ქართული სერიალი, უხილავი თამაში, დაიწყება. მარი ბექაურის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას ქართველი მაყურებელი ზაფხულში იხილავს კავეა პლუსზე.
"სად არის სოფია გილგა?" — ამ შეკითხვით დაანონსდა უხილავი თამაში გასული წლის მიწურულს. ამასთან, მაშინ გავრცელდა სერიალის თიზერიც. ამჯერად კი, პროექტის შემქმნელებმა შემოგვთავაზეს პირველი ტრეილერი, რომლითაც სერიალის შესახებ უფრო მეტს ვიგებთ.
უხილავ თამაშში მაყურებელი ბევრ ნაცნობ და საყვარელ სახეს იხილავს. სერიალში მონაწილეობენ ნინო კასრაძე, თემიკო ჭიჭინაძე, გიორგი მახარაძე, გიორგი ლიფონავა, მურმან ჯინორია, კახა კინწურაშვილი, ეკა დემეტრაძე, გივიკო ბარათაშვილი, მაკა ჩიჩუა და სხვები.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
უხილავი თამაში ცნობილი ქართველი მწერლის, მარი ბექაურის, ამ დროისთვის ბოლო რომანია, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ 2022 წელს დაბეჭდა. წიგნი გვიყვება ორი ავტორის ირგვლივ განვითარებულ უცნაურ მოვლენებზე: "გამომცემლობაში ერთდროულად ორი მწერალი მოდის, ერთი — ცნობილი, მეორე — დებიუტანტი. ორივე რომანის დაწერას აპირებს, პირველი — მომავლის სამყაროზე და რობოტების შექმნილ ადამიანზე, მეორე — გაუჩინარებულ ფსიქიატრზე, რომლის ძიების პროცესშიც ბევრი უჩვეულო მოვლენა ხდება… თუმცა, ამ ვიზიტებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი მწერალი სულ სხვა წიგნს გზავნის. დებიუტანტი მწერალი კი დირექტორს ეუბნება, რომ უჩვეულო ისტორია გადახდა თავს, რის გამოც წიგნის დაწერას ვეღარ შეძლებს და ზუსტად იმავე ამბავს ჰყვება, რაც დირექტორმა რამდენიმე დღით ადრე მეორე მწერლის წიგნში წაიკითხა…".
არაერთი ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული მარი ბექაური, რომლის მოთხრობები სხვადასხვა წლის საუკეთესო პროზის ანთოლოგიებშია შესული, ამავდროულად სცენარისტიცაა. იგი მუშაობდა GDS-ის გახმაურებულ სერიალზე ქერჩი. ბექაური ასევე იყო თანასცენარისტი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა 8 წუთი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები