ერთიანობა მრავალფეროვნებაშია — საქართველო ევროპის დღე 2024-ს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს
ფოტო: EUMM
წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სწორედ ევროპის დღის აღსანიშნავად იმართება, ამჯერადაც მასშტაბური და გამორჩეული იქნება. ეს იქნება დღე, როდესაც ათასობით ადამიანი მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირი — საქართველოს საერთო ღირებულებების აღსანიშნავად შეიკრიბება და საკუთარი თვალით შეძლებს რეალურად ნახოს, როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს.
შეხვედრის ადგილი კვლავაც უცვლელია — თბილისი, ექსპო ჯორჯია, სადაც სტუმრებს წელსაც ექნებათ საშუალება, ევროპის ქვეყნებში ვირტუალურად იმოგზაურონ და უკეთ გაიგონ იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ათწლეულებია ახორციელებს.
ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება. წელს, ამ თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისში შაბათს, 11 მაისს გაიმართება. ამ დღეს, ექსპო ჯორჯიას ხუთ პავილიონსა და ეზოში, ექვსი განსხვავებული სივრცე მოეწყობა. აქ მოსული ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის მქონე ადამიანი აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესოს და აღმოაჩენს რაღაც ახალს ევროკავშირის შესახებ.
რაც შეეხება ღონისძიების დეტალებს — აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე ევროპის გუნდის პავილიონი იქნება, სადაც მე-4 და მე-5 პავილიონებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლები მოსულ სტუმრებს საკუთარი ქვეყნების კულტურასა და ისტორიას გააცნობენ. ისინი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ერთად საგანმანათლებლო აქტივობებს წარადგენენ, კულტურულ წარმოდგენებსა და შემეცნებით საუბრებს მოაწყობენ.
წელსაც მასშტაბური იქნება მე-11 პავილიონი — ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების წარმომადგენლები სტუმრებს საკუთარ საქმიანობაზე მოუთხრობენ. ვიზიტორებს აქ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტენდი დახვდებათ, უამრავი საინტერესო აქტივობითა თუ ინფორმაციით. პროექტების წარმომადგენლებისგან შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაციის მიღება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, გარემოსდაცვა, კულტურა, ახალგაზრდები, ციფრული ტრანსფორმაცია, დემოკრატია და სხვა.
ეზოს სივრცეს კვლავაც აგრომარკეტი უნიკალური ქართული გემო დაიკავებს — აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფერმერების მიერ წარმოებული კერძებისა და პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა იქნება შესაძლებელი. მეორე მხრივ კი, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ნახონ, როგორ ავითარებენ წარმოებას ფერმერები საქართველოში და რა წვლილი მიუძღვის ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერას.
ევროპის დღე არც მცირეწლოვან სტუმრებს დატოვებს იმედგაცრუებულს — გარდა არაერთი საინტერესო აქტივობისა, აქ თოჯინების წარმოდგენაც დახვდებათ, სახელწოდებით ლუნა და ციცინათელების პლანეტა. სპეციალურად გაშლილ კარავში გამართული სპექტაკლი გულგრილს არც უფროსი ასაკის მაყურებელს დატოვებს.
წლევანდელ ღონისძიებას თან ახლავს სიახლეებიც — წელს პირველად, მე-3 პავილიონს ის მეწარმეები დაიკავებენ, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლეს, საკუთარი ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს ან უკვე არსებული გააფართოვეს და ახლა ეკონომიკურ გაძლიერებაში სხვებსაც ეხმარებიან. ამ სივრცეში სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენა იქნება შესაძლებელი.
გამორჩეული იქნება მე-6 პავილიონიც, სადაც სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ევროკავშირის ღირებულებების, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივების შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად პანელის სტილის საუბრები გაიმართება, რომლის წამყვანი და მოდერატორი დავით გორგილაძე იქნება. საუბრების მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ევროკავშირის როლის კიდევ უფრო ღრმად გააზრებას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში საზოგადოების ჩართულობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები