ტვინის კიბოს დიაგნოზისა და თავზე ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, მაკკეინი სენატში მივიდა
არამარტო ამერიკელებისთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი, 25 ივლისს, სენატში, 80 წლის არიზონელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გამოჩენა საჯაროდ. მას სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დაუსვეს ტვინის კიბოს უმძიმესი ფორმის დიაგნოზი და სასწრაფო ოპერაციაც მალევე გაუკეთეს. ჯონ მაკკეინს ექიმებმა ამოაჭრეს თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები. სენატში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა, მაკკეინს ჯერ კიდევ ეტყობოდა ნაოპერაციევი და შეშუპება ჭრილობის გარშემო.
ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა პრეზიდენტ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამით უნდა აღსრულდეს ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამის გაუქმების შესახებ.
რესპუბლიკელებისთვის თითოეული სენატორის ხმა გადამწყვეტია. როგორც ჩანს, 80 წლის სენატორისთვის ტვინის სიმსივნე და რამდენიმე დღის წინ თავზე გაკეთებული ოპერაცია არ აღმოჩნდა წინაღობა, მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვაში.
სენატში სიტყვით გამოსვლისას მაკკეინმა თქვა, რომ ხმის მიცემის შემდეგ ის თავის სახლში, არიზონაში წავა დაავადებასთან საბრძოლველად.
მაკკეინისთვის დასმული გლიობლასტომას დიაგნოზი, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფორმის სიმსივნეს განეკუთვნება. პაციენტთა მხოლოდ ათი პროცენტი, მკურნალობის შემთხვევაში, ხუთ წლამდე ცოცხლობს. 90 პროცენტის შემთხვევაში კი, დარჩენილი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, მკურნალობის მიუხედავად, 14 თვემდეა.
ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის ვეტერანია, რომელიც რამდენიმე წელი ტყვედ იყო ჩავარდნილი. ის არიზონას სენატორია 1987 წლიდან. მაკკეინი 2008 წელს რესპუბლიკელთა სახელით პრეზიდენტობისთვისაც კი იბრძოდა, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა. სენატორი მაკკეინი გამოირჩევა რუსეთის მიმართ ხისტი მიდგომებით და მიიჩნევს, რომ მასთან ურთიერთობების მეგობრულ დონეზე დალაგება შეუძლებელია. ამის გამო მან პრეზიდენტი ტრამპიც არაერთხელ გააფრთხილა. მაკკეინი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად ლობირებს საქართველოს ინტერესებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები