ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო — ზურაბიშვილი
მოკლედ: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. ის გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ შეფასებას, რომ თითქოს, გუშინდელ სახალხო, ევროპულ მარშზე 20 000-მდე ადამიანი იყო.
- ასევე, ზურაბიშვილმა გააკეთა რეპლიკა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართაც, რომელმაც 1 საათით ადრე გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი, რუსული კანონის მიღებით "აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას."
- "როგორც ჩანს, პრემიერმა დამასწრო, თუ დასწრებაზეა", — თქვა კობახიძეზე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ გუშინ საქართველომ "ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად" აჩვენა მსოფლიოსაც და ჩვენ ყველას, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას და არ დაუშვებს რუსულ კანონს.
"ეს არის და ეს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, ვერანაირი, გათვლა თუ გადათვლა", — თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი: "ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო, ეს არის საზოგადოება, რომელიც ყველას წინაშე წარდგა, როგორც ის საზოგადოება, რომელიც ამზადებს ხვალინდელ დღეს.
- ხელისუფლებამ აჩვენა დაბნეულობა, რომ არ აქვს ხალხის წინაშე და ამ რაოდენობის ხალხის წინაშე სტრატეგია, თუ არა ის, რაც ახასიათებს ხელისუფლებას, როდესაც მას ხალხის ნდობა აღარ აქვს — ტყუილი, მანიპულაცია, რაღაც მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება.
- ტყუილს მიჩვეული ვართ. ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს და დაგვიფიცეს, რომ არა, აღარ იქნება, აღარასდროს შემოვიტანთო; არა მარტო ჩვენ, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც დაუფიცეს და მერე ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც არავის სჭირდებოდა, მათ შორის თვითონაც, მხოლოდ იმის სათქმელად, რომ ჩვენ რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ და არავის ვემორჩილებით არც შიგნით არც გარეთო და აგერ, პასუხი საზოგადოების", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კიდევ რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა: პრეზიდენტი მთავრობას რუსულ კანონთან დაკავშირებით სამ არჩევანს სთავაზობს
კონტექსტი: ხელისუფლების დაჟინებულ სურვილს, მიიღოს რუსული კანონი, ხალხი მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით ეწინააღმდეგება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პერიოდულად, ხელისუფლება იყენებს ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- 2024 წლის 3 აპრილს მმართველმა პარტიამ დაარღვია ერთი წლის წინ დადებული პირობა, რომ აღარ მიუბრუნდებოდა რუსული კანონის მიღების საკითხს.
- გასული, 2023 წლის მარტში, ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებას ხალხი პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცავებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო და თქვა, რომ საკითხს აღარ მიუბრუნდებოდა: "მე, პირველ რიგში, გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არასდროს დაინიციირდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ნაცმოძრაობაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 9 მარტს, როდესაც ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები