რა ხდება პარლამენტთან მას შემდეგ, რაც შენობის უკანა შესასვლელი სპეცრაზმმა დაიკავა
მოკლედ: საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებს დაატოვებინეს ჩიტაძის ქუჩა, საიდანაც პარლამენტის შენობაში შესასვლელია. ამას მცირე დაპირისპირებები მოჰყვა აქციის მონაწილეთა და პოლიციას შორის.
- სამართალდამცავების მიზანია, დემონსტრაციის გარეშე შეძლონ პარლამენტში შესვლა ქართული ოცნების დეპუტატებმა, რომლებიც მალე დაიწყებენ რუსული კანონის საკომიტეტო განხილვას.
- პარლამენტის უკანა შესასვლელთან განლაგებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც.
- სამართალდამცავების მობილიზებაა 9 აპრილის ქუჩასთანაც.
- ამის პარალელურად, მშვიდობიანი პროტესტი ისევ მიმდინარეობს პარლამენტის შენობის წინ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა შსს-ს, მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება.
იქამდე, ვიდრე პოლიცია მომიტინგეებს პარლამენტის შენობის გვერდითა და უკანა ტერიტორიიდან გაიყვანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
- უწყებამ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და მიეცათ დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლის შესაძლებლობა.
- შსს-ს განცხადების მომენტში მომიტინგეებს პარლამენტის შესასვლელები არ ჰქონიათ პიკეტირებული.
- შსს-მ დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოახდინა 04:40 საათისთვის.
აქციის შესახებ: საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სახელწოდებით — გავათენოთ საქართველოსთვის, 12 მაისს, 22:00 საათიდან დაიწყო.
- შეკრებილებს, პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული სცენიდან, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა პირები მიმართავდნენ.
- დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის შენობასთან გაათენებენ ღამეს, რადგან 13 მაისს საქართველოს ღიად ანტიდასავლური ხელისუფლება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენას გეგმავს. პლენარულ სხდომაზე კი კანონი სამშაბათს, 14 მაისს გავა ბოლო, მესამე მოსმენით.
მანამდე: შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის მუხლით დააკავებენ, რაც 4-წლიან პატიმრობას გულისხმობს.
- მისი განცხადებიდან მალევე, თავისუფლების მოედანზე დიდი ოდენობით სპეციალური საპოლიციო ძალების მობილიზება დაიწყო.
- შსს-მ, აქციის დაწყებამდე განალაგა სპეცრაზმი უშუალოდ პარლამენტის შენობის შიდა ეზოშიც და ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოში.
- სამართალდამცველებმა შეადუღეს პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე გასასვლელი ჭიშკრებიც.
შს მინისტრის ბრიფინგს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება მედიისთვის, სადაც თქვა თქვა, რომ ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი, რუსული კანონის მიღებით "აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები