რუსეთი და სომხეთი რუსი მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან რუსი სამხედროები და მესაზღვრეები გავლენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს, რომ რუსი მესაზღვრეები დარჩებიან სომხეთის საზღვრებზე ირანთან და თურქეთთან, "სომხური მხარის მოთხოვნით".
პესკოვმა თქვა, რომ გადაწყვეტილება კრემლში ფაშინიანსა და პუტინს შორის პირისპირ შეხვედრაზე მიიღეს.
პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამიტის შემდეგ გაიმართა.
"2020 წლის შემოდგომაზე, სომხური მხარის მოთხოვნით, ჩვენი ჯარისკაცები და მესაზღვრეები განლაგდნენ სომხურ რეგიონებში“, — ციტირებს რუსული ინტერფაქსი პესკოვის სიტყვებს. "ფაშინიანმა თქვა, რომ დღეს, შეცვლილი პირობების გამო, ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა და მხარეები შეთანხმდნენ ჩვენი სამხედროების და მესაზღვრეების გაყვანაზე“, — აღნიშნა მან.
აზერბაიჯანის საზღვარზე რუსული სამხედროების ყოფნით სომხეთში უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან ისინი სრულიად უმოქმედოები იყვნენ სომხეთში აზერბაიჯანის ჯარის რამდენიმე შეჭრის დროს. თებერვალში, ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიამ საზღვარზე რუსი ჯარები დაადანაშაულა მუშაობის შეფერხებაში.
სომხეთის მმართველი პარტია სამოქალაქო კონტრაქტის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, ჰაიკ კონჯორიანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ შეთანხმების მიხედვით, რუსი მესაზღვრეები და სამხედრო პუნქტები ტავუშის, სიუნიკის, ვაიოც ძორის, გეღარქუნიკისა და არარატის რეგიონებიდან გავლენ.
კონჯორიანმა თქვა, რომ რუსეთი და სომხეთი, ასევე, შეთანხმდნენ ერევნის ზვარტნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გასვლის შესახებ.
ამასთან, აზერბაიჯანი და სომხეთის შეთანხმების მიხედვით, 19 აპრილს ტავუშის პროვინციაში დაიწყო მათი საერთო საზღვრის დელიმიტაცია, რამაც სომხეთის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ხალხის პროტესტი გამოიწვია.
მარტში ბაქომ მოითხოვა ოთხი სოფლის "დაუყოვნებლივ გათავისუფლება". რამდენიმე დღის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიანიშნა, რომ სომხეთმა შესაძლოა ოთხი სოფლის კონტროლი დაუბრუნოს აზერბაიჯანს, ტერიტორიის ცალმხრივად გადაცემით, ომის თავიდან ასაცილებლად.
ვიქტორ ბონდარევმა, რუსეთის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რიას განუცხადა, რომ სომხეთიდან რუსული ჯარების გაყვანა ესკალაციის საფრთხეს ქმნის, რადგან მესაზღვრეები რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები