ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები

13 May. 2024, 16:11

ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

მიგვაჩნია, რომ ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელახლა ინიციირებამ

  • საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება და არჩევანია.
  • საფრთხე შეექმნა ქვეყნის უსაფრთხოებას, დემოკრატიას და განვითარებას. ასევე, ხარისხიანი, ევროპული განათლების პერსპექტივას, რომელზეც დგას ქვეყნის მომავალი.

რუსული კანონის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე ვხედავთ:

  • მშვიდობიანი აქციების დარბევას, ადამიანებზე, მათ შორის, ჩვენს თანატოლებზე, ძალადობის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, რაც ჩვენთვის მიუღებელი და უკანონოა.

მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს ისტორიული არჩევანის და ევროპული ფასეულობების დაცვა.

შესაბამისად, ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება და პროტესტის ნიშნად უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე.

მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს და ლექტორს, იყვნენ სოლიდარულები და შემოგვიერთდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…