"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
მოკლედ: სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დავით ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავი უწყება არაერთ შემთხვევაში კვლავ იყენებს.
დეტალები: სახალხო დამცველის რწმუნებულები კლინიკაში დავით ქაცარავას სანახავად მივიდნენ, თუმცა, სახის ძვლების მოტეხილობის გამო, ქაცარავას უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ვერ შეძლეს:
- "სახალხო დამცველი აქციების პარალელურად გამუდმებით მიუთითებს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი და პროპორციული ძალა, და იმოქმედოს კანონის ფარგლებში".
- სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — უმოკლეს დროში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, ყველა მოძალადე პოლიციელის მაქსიმალურად სწრაფი იდენტიფიცირების მიზნით.
მსგავსი: მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც უკვე დაკავებულია აქციის ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის წესით და ადმინისტრაციული წესით — ჯამში 150-ზე მეტი მოქალაქე, დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
- "კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს წაახალისებს დაუსჯელობის განცდას", — აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს ჟურნალისტების მიმართ.
- "ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა და მასზე ძალადობა უკიდურესად მიუღებელია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას — ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას".
გაიგე მეტი: აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
კონტექსტი: დავით ქაცარავა სპეცრაზმმა დღეს, 14 მაისს, პარლამენტთან დააკავა, რუსული კანონის მიღების შემდეგ.
- ექიმის თქმით, ქაცარავას თვალი დაზიანებული აქვს, თუმცა მხედველობა არ დაუკარგავს.
- ნაცემი აქტივისტი სტაციონარში 2-3 დღის განმავლობაში დარჩება
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ქაცარავას ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყეს.
ასევე, ნახეთ: დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები