"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
ფოტო: REUTERS/Elizabeth Frantz
რა ხდება: საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის საბოლოო მიღებასთან დაკავშირებით 11 ამერიკელი სენატორი განცხადებას ავრცელებს. "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის", — ამბობენ ისინი და აღნიშნავენ, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ, "რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღებით."
- განცხადება ორპარტიულია და ავტორები არიან სენატორები როგორც რესპუბკლიკელებიდან, ასევე, დემოკრატებიდან.
სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ კენჭისყრა გაიმართა ასობით ათასი ქართველის სურვილების დარღვევით, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის იქნება გამოყენებული, არამედ საქართველოში დემოკრატიის წინსვლას შეაფერხებს.
განცხადებიდან: "ეს კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ ყველა ორგანიზაციამ, რომელიც თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებს, უცხოურ აგენტებად დარეგისტრირდნენ, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მუშაობას ქვეყანაში, სადაც მწირი დაფინანსებაა. ამ კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს და ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს დააზიანებს."
სენატორები საუბრობენ მოსალოდნელ სანქციებზეც: "როგორც პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი წერილში გაფრთხილება გავავრცელეთ, ამ კანონპროექტის მიღება საჭიროს გახდის კონგრესის მიერ აშშ-ის საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვის განხილვას, რათა საქართველოში ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი ასახოს.
- როგორც წინასწარ გაფრთხილება გავავრცელეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, ვიზის აკრძალვებსა და ამერიკული პირდაპირი დახმარების გადახედვას.
- როგორც კონგრესის წევრები, რომლებსაც ქართველი ხალხის ღრმა სიყვარული გვაქვს და რომლებიც ვიბრძოდით ძლიერი ორპარტიული და ორმხრივი კავშირებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერასა მათი ხმის ამაღლებას — რომელთაგან 79% თანმიმდევრულად უჭერს მხარს ევროკავშირში წევრობას.
- მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი დღეა, ჩვენ ვინარჩუნებთ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან", — წერია განცხადებაში.
ორპარტიული განცხადების ხელმომწერები არიან:
- ჯიმ რიში (რესპუბლიკელი),
- ჯინ შაჰინი (დემოკრატი),
- ბენ კარდინი (დემოკრატი),
- კრის კუნსი (დემოკრატი),
- დიკ დურბინი (დემოკრატი),
- როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი),
- ტიმ კეინი (დემოკრატი),
- რიჩარდ ბლუმენთალი (დემოკრატი),
- პიტ რიკეთსი (რესპუბლიკელი),
- ლინდსი გრემი (რესპუბლიკელი)
- ტომ ტილისი (რესპუბლიკელი).
ამავე თემაზე:
[მასალაში გამოყენებულია ინტერპრესნიუსის თარგმანი]
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები