მარგუს ცაკნა

15 May. 2024, 20:08

ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით და იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. არის მხოლოდ ორი არჩევანი — ევროკავშირისკენ, ან რუსული გავლენისკენ. სხვა შესაძლებლობები არ არსებობს.

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილებები მრავალი მიმართულებებით, ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, 9 ნაბიჯთან მიმართებაში, რომელიც სახელმწიფოს მთავრობამ უნდა შეასრულოს. მთავრობა ამას არ ასრულებს. იქნება ამისი შესაბამისი შედეგები.

კანონი, რაზეც ვსაუბრობთ, არის სიმბოლო იმ გზისა, რომელსაც ადგას საქართველოს მთავრობა, რომელიც არ არის ევროკავშირისკენ მიმართული, ევროკავშირს გვერდს უვლის.

პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს.

თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაკნამ, რომელიც ევროკავშირის სხვა ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში იმყოფება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…