თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
რა ხდება: თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი:
- გაბრელიუს ლანდსბერგისი — ლიეტუვა;
- მარგუს ცაკნა — ესტონეთი;
- ტორდის გილფადოტრი — ისლანდია;
- ბაიბა ბრაზე — ლატვია.
მათ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაფიოა: "თუ საქართველოს სურს, ევროპაში დარჩეს, ცალი ფეხით მოსკოვში ვერ იქნება", — თქვა მედიასთან გაბრელიუს ლანდსბერგისიმ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
- მანვე განაცხადა, რომ რუსული კანონით ევროკავშირისკენ გზა არა თუ რთულია, არამედ, უბრალოდ, ასეთი გზა არ არსებობს და აღნიშნა, რომ მინისტრების თბილისში ჩამოსვლის მიზანი ორი ძირითადი გზავნილის თქმაა, ერთი ქართველი ხალხისთვის, მეორე — ხელისუფლებისთვის.
გაბრელიუს ლანდსბერგისი: "აქ ხალხის მხარდაჭერის ძალიან ნათელი გზავნილით ჩამოვედით. საქართველოს მოსახლეობის 86%-მა, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი მათთან არის. ეს იყო ერთი გზავნილი.
- მეორე გზავნილი, მთავრობისადმი, არის, რომ ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ თითქოს, ამ კანონს რაიმე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმით წარმოაჩენენ მას.
- იმედი მაქვს, რომ მთავრობამ გზავნილი გაიგო. ჯერ კიდევ აქვთ შანსი, უბრალოდ, გაიწვიონ ეს კანონი ისევე, როგორც ეს 2023 წელს ქნეს.
- შემდეგ დასხდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწევისთვის."
საქართველოს მთავრობის მიმართ მკაფიო იყო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაზეს განცხადებაც. მან თქვა, რომ ვითარება სერიოზულია. "გთხოვთ, მოგვისმინეთ, ამის გამოსწორების გზები არსებობს", — განაცხადა ბრაჟემ.
ბაიბა ბრაზე: "საქართველო სუვერენული ქვეყანაა. მან საკუთარი გზა აირჩია ევროპისკენ, ევროკავშირისკენ. ასე რომ, ჩვენი ინტერესი ამაში საქართველოს ინტერესს ემთხვევა, ვინაიდან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინას, ალბანეთს, სხვა ქვეყნებს ევროკავშირისკენ გზაზე."
ბრაზეს თქმით, ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას ვალდებულებებიც ახლავს, მათ შორის, სამართლებრივი: "სასამართლო სისტემის მხრივ, ძალიან ბევრი პრაქტიკული და რთული რამ არის გასაკეთებელი", — თქვა მან.
ბაია ბრაზემ, ასევე, ისაუბრა სამართალდამცავების ქმედებებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
- "დაშინება, დაკავებები და ასე შემდეგ... ეს ნორმალური არ არის და ასეთი იყო ჩვენი გავავნილი [ხელისუფლებისთვის]", — განაცხადა მინისტრმა.
- ასევე, მედიას უთხრა, რომ ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, მათი გზავნილები იყო ძალიან ღია, თუმცა, ძალიან თავშეკავებული და რაც დახურულ კარს მიღმა განვიხილეთ, დახურულ კარს მიღმა დარჩება.
არსებული ინფორმაციით, ოთხი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან და სავარაუდოდ, სიტყვით მიმართავენ მათ.
საგულისხმოა, რომ მათ ოფიციალურ ვიზიტს თბილისში, წინ უძღოდა სამთავრობო პარტიის, ხალხის ძალის განცხადება, რომლებმაც 13 მაისს თქვეს, რომ ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ქვეყანაში შემოშვებას ისინი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები