ზურაბ ჯაფარიძე

21 May. 2024, 08:17

დღეს [20 მაისი] დამიბარეს და დამკითხეს სასამართლოში.

კითხვებიდან გამომდინარე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი ამ აქციების დროს სტრატეგიული დანიშნულების მქონე შენობის (იგულისხმება პარლამენტი) შტურმის ორგანიზატორი.

მტკიცებულებად იყენებენ იმედის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვითომ ფარულ ჩანაწერს.

ოღონდ ეს ჩანაწერი გაკეთებულია 2-3 წლის წინ, დედა ენის ბაღში, საჯარო შეხვედრის დროს, ღია სივრცეში, რომელსაც ესწრებოდა ასამდე ადამიანი.

სავარაუდოდ, არის დამონტაჟებულიც.

და ცხადია არანაირი კავშირი არ აქვს ამ აქციებთან.

ყველა ის ადამიანი დაადასტურებს, ვინც ამ შეხვედრებს ესწრებოდა, მაგრამ ეგ არ აინტერესებთ და ხმის ნიმუში უნდა აგიღოთო.

ჰოდა,

არც სახლში, არც ორგანიზმში არ მაქვს არანაირი ნარკოტიკი, დიდი ხანია (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა).

პორნოს, მაქსიმუმ, ვუყურო.

ლეგალურად ვფლობ 5 პისტოლეტს (Colt 1911, Walter PP, Glock 43, CZ P07, Beretta 92G Brigadier Tactical (Wilson Combat) და 1 თურქული წარმოების შოთგანს.

ყველა ეს იარაღი მაქვს ტარების უფლებით და არაფერში მჭირდება გაუფორმებელი იარაღი.

ყველა ტყვია მაქვს ლეგალურად შეძენილი და განკუთვნილია მხოლოდ ამ იარაღებისთვის.

არასტანდარტული ტყვიები არ მაქვს.

ასევე, მაქვს რამდენიმე დანა და აკერმანის 1 წიგნი.

სხვა რამე თუ განახეს, ტანი ჩემი არაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…