საია: მოვუწოდებთ ოცნებას, უარი თქვას საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, ეს საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას
ფოტო: ცესკო
მოკლედ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს ქართულ ოცნებას, უარი თქვას საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც, მათი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას გამოიწვევს:
- "ოცნებამ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები, რომ საარჩევნო კანონმდებლობის სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით და არა ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის და საპროტესტო გამოსვლების ფონზე".
დეტალები: საია განმარტავს, რომ 2024 წლის 2 მაისს, ფრაქცია ქართული ოცნების წევრების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, მცირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა.
- ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად უარესდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის ხარისხი.
არსებული რედაქციით, ცესკოს დადგენილების მისაღებად წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.
- შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით კი, თუ ცესკო ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედის (12 წევრი) მხარდაჭერით, საკითხს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს (9 წევრი).
- საია წერს, რომ ცვლილებით ირღვევა 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიღწეული პარტიული და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს შორის არსებული ბალანსის ლოგიკა.
- შედეგად, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება მხოლოდ 8 პროფესიული წევრისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის ხმა.
საიას თქმით, 2021 წლის 19 აპრილის განხორციელებული საარჩევნო რეფორმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში, ყველა დონეზე, წევრების რაოდენობა 12-იდან 17-მდე გაიზარდა.
- დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს 8 პროფესიულ წევრს (მათ შორის თავმჯდომარეს) საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ხოლო დანარჩენი 9 პარტიების მიერ ინიშნება.
- ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ იქამდე მოქმედი საარჩევნო ადმინისტრაციის მოწყობა მმართველ პარტიას არაპროპორციულად დიდ წარმომადგენლობას და გავლენას ანიჭებდა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა ოპოზიციის უნდობლობას საარჩევნო პროცესისადმი.
კომისიებში წევრთა რაოდენობის ზრდა პოლიტიკური პარტიების უფრო დაბალანსებული წარმომადგენლობის მიღწევას ემსახურებოდა.
- "ამ ბალანსის მიღწევის ერთ-ერთი სიმბოლური ნაბიჯი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის შემოღება იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ წინა ცვლილებებით გააუქმა.
- ოცნების ინიციატივით შეიცვალა ცესკოს დაკომპლექტების წესი, რის შედეგადაც მმართველ პარტიას ერთპიროვნულად, ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე, მიეცა ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების დანიშვნის შესაძლებლობა ისე, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის როლიც ფორმალობამდე იქნა დაყვანილი", — წერს საია.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები