ალტე უნივერსიტეტი — #1 უნივერსიტეტი კლინიკური გამოცდილების მისაღებად
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა, ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო სამედიცინო განათლების მიღების მხრივ, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. პრაქტიკული კლინიკური გამოცდილება; მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურა; საერთაშორისო აღიარება — ალტე უნივერსიტეტი სწორედ ის ადგილია, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს სამედიცინო განათლების სფეროში.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი საქართველოს უმსხვილესი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი ჯგუფის ევექსის ექსკლუზიური პარტნიორია. ეს სტრატეგიული ალიანსი როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი დონის კლინიკური გამოცდილება ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში. ევექსი ჯგუფის ერთ-ერთ უმსხვილეს კლინიკასთან — “ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან“ თანამშრომლობა უზრუნველყოფს სტუდენტების რეგულარულ კლინიკურ პრაქტიკას მესამე კურსიდან სწავლის დასრულებამდე, რაც განსაკუთრებული და უნიკალური შესაძლებლობაა სამედიცინო პროგრამაზე სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის. აღნიშნული პრაქტიკული გამოცდილება კურსდამთავრებულებს აძლევს საჭირო უნარებსა და თავდაჯერებულობას, რათა შექმნან თავიანთი წარმატებული სამედიცინო კარიერა.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
“ჩვენ ვთანამშრომლობთ ევექსი კლინიკებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს მესამე კურსიდან სწავლის დასრულებამდე შეუძლიათ, მიიღონ უმაღლესი დონის, რეალური პრაქტიკული კლინიკური გამოცდილება ჯანდაცვის ყველა სფეროში. ქვეყნის უმსხვილეს ჯანდაცვის პროვაიდერთან თანამშრომლობა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სტუდენტებს, გააგრძელონ სწავლის პროცესი სამედიცინო განათლების მეორე საფეხურზე — ევექსი რეზიდენტურის პროგრამაზე. გარდა განათლების მიღებისა, ეს თანამშრომლობა ბრწყინვალე შესაძლებლობაა მათი დასასაქმების კუთხითაც.“ — აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი, ქეთევან ჩახნაშვილი.
ალტე უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს თავისი სტუდენტებისთვის კომფორტული, თანამედროვე, მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შექმნაზე. მედიცინის სკოლაში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ევექსის 100% - იანი გრანტი და სრულად დაიფინანსონ სწავლა. ალტე უნივერისტეტი ამაყობს უახლესი კლინიკით, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. სიმულაციური სასწავლო ცენტრი კი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ სამედიცინო პროცედურებში და განავითარონ კლინიკური უნარები კონტროლირებად გარემოში; უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს გამორჩეული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტომატოლოგის კაბინეტი, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამა სრულად მოიცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, რომლებიც ორიენტირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიის ხელშეწყობაზე. MD პროგრამა ამზადებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან კვალიფიციურ, სერტიფიცირებულ ექიმებს, რომლებსაც ესმით ექიმის ძირითადი ღირებულებები და აკმაყოფილებენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნას. პროგრამა აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) და უცხოელი მედიცინის კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG) მიერ. ალტე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, გააგრძელონ სწავლა ან დასაქმდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ინდოეთში, სუდანში და სხვა.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტში სამედიცინო მიმართულებით სამი განსხვავებული პროგრამა ხორციელდება — სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი) და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამა (ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი). აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალიზირდნენ მედიცინის სასურველ სფეროში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები