სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კენჭისყრა, პროცედურა კანდიდატებთან გასაუბრებას ითვალისწინებს — საია
ფოტო: On.ge
რა ხდება: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება იუსტიციის საბჭოს მიერ 21 მოსამართლის უვადოდ გამწესებას.
- საია აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების კენჭისყრა, რადგან პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას.
- არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად, უცნობია, ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა, რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა.
დეტალები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში სხვა ბუნდოვანი საკითხების შესახებაც წერია.
კონკრეტულად:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 21 მაისის სხდომის დღის წესრიგი სულ ოთხ საკითხს ითვალისწინებდა.
- სხდომის შესახებ ინფორმაცია და დღის წესრიგი კანონის დარღვევით და უკვე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, წინა დღეს გამოქვეყნდა ვებგვერდზე.
- სხდომა 17 საათზე იყო დანიშნული და 2 საათის დაგვიანებით დაიწყო.
- საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შენობის ფოიეში მოცდის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ და დამამცირებელ პირობებში შენობის შესასვლელ კარებსა და ტურნიკეტს შორის უწევთ სხდომის დაწყების ლოდინი.
ამავე განცხადების მიხედვით, პირველი საკითხის ფარგლებში "ზოგიერთი მოსამართლის მივლინების შესახებ“, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქეთევან თხელიძე ორი კვირით მიავლინა ცაგერში — მდივანმა სხდომაზე თქვა, რომ ეს თხელიძის თანხმობით მოხდა.
- საია წერს, რომ ქეთევან თხელიძე აქამდეც არაერთხელ მიუვლენია საბჭოს.
ასევე, მე-2 და მე-3 საკითხები მოიხსნა დღის წესრიგიდან.
"მე-4 საორგანიზაციო საკითხი, რომელიც ბუნდოვანი იყო, როგორც მდივანმა სხდომაზე განმარტა მოიცავდა უზენაესი სასამართლოს კონკურსში მონაწილე კანდიდატების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის პროცედურას და ასევე, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების უვადოდ გამწესებას", — წერს საია.
მათივე ცნობით, უზენაესი სასამართლოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის კონკურსში უმაღლესი ქულები დააგროვა - ბადრი შონიამ, გოჩა ჯეირანაშვილმა და გიზო უბილავამ.
შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე გადავიდა სწორედ ეს სამი კანდიდატი.
- ამ პროცესში მონაწილე კანდიდატებს უფლება აქვთ ეს განკარგულება გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.
- გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს ღია სხდომაზე, სათითაოდ ეყრება კენჭი და პარლამენტს წარედგინება ის სამი კანდიდატი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს მხარს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები