მსახიობი ლუკა ჩიქოვანი კანის ფესტივალიდან რუსულ კანონს აპროტესტებს
ფოტო: Instagram
წარმოშობით ქართველი, იტალიაში მოღვაწე მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ რუსულ კანონს კანის საერთაშორისო ფესტივალიდან გამოეხმაურა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოს ფესტივალი ყოველ წელს საფრანგეთში, ქალაქ კანში ტარდება. ჩიქოვანმა კანის ფესტივალიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშით ფოტო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა.
"მსოფლიო, ჩემი ქვეყანისთვის, საქართველოსთვის, კატასტროფის ასარიდებლად, შენი დახმარება მჭირდება. ქართველი ახალგაზრდები უკვე 40 დღეა აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და რუსეთთან აახლოებს", — წერს მსახიობი.
ლუკამ პოსტში 2008 წლის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბებიასთან ერთად გორის დაბომბვას შეესწრო.
"ყველამ იცით, რომ 90-იან წლებში, როდესაც 5 წლის ვიყავი, დედასთან ერთად, საქართველოდან რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო გამოვიქეცი და იტალიაში ახალი სახლი ვიპოვე. რუსეთის კიდევ ერთი შემოტევის მომსწრე 2008 წელს ზაფხულის არდადეგების დროს გავხდი, როდესაც ბებიასთან ერთად გორში ვიყავი. გორი რუსეთის ტანკებმა და ჯარმა დაბომბეს, მე კი მათ ქვეშ მოვყევი და ეს იყო ყველაზე ქაოტური სცენა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს — ადამიანები გარბოდნენ, მანქანები პანიკისგან ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ერთ-ერთმა ქალმა უცხო მანქანა გააჩერა და ჩვილი ბავშვი მანქანაში შეაგდო, რათა გადაერჩინა.
მთელი ცხოვრებაა, ვცდილობ, საქართველოსთვის შუამავალი ვიყო და მთელ მსოფლიოს გავაგებინო ჩვენი ქვეყნისა და კულტურის შესახებ. ყველას ვუხსნი, რომ რუსეთი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის დამპყრობელი იყო და ჩვენს ოკუპირებას საუკუნეებია ცდილობს. საბედნიეროდ, ჩვენი ხალხი ყოველთვის უწევდა წინააღმდეგობას და იბრძოდა, საკუთარ მიწისა და კულტურის დასაცავად. 2008 წლის შემოჭრის შემდეგ, რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ომის გამო 200 000-ზე მეტმა ქართველმა სიცოცხლე და სახლი დაკარგა. მოსახლეობას, ბავშვებს, მოხუცებს, საქართველოს სოფლებში რუსი ჯარისკაცები არაადამიანურად აწამებდნენ", — იხსენებს ჩიქოვანი.
ლუკა პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკ მოპყრობაზეც საუბრობს, ბოლოს კი ამატებს, რომ მას საქართველოს გამარჯვების სჯერა.
"ბევრი მსახიობი, რომელმაც რუსული მთავრობისა და კანონის წინააღმდეგ ხმა ამოიღო, გაიტაცეს და სცემეს, დანარჩენებს კი ამავე მიზეზით შავებში ჩაცმული პოლიციელები ყოველ ღამე სახლებთან ელოდებიან. ზოგიერთი მათგანი ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო საჯაროდ რომ დაისაჯოს სასამართლოში მათ წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ეს ფაშისტური მოპყრობაა და არ დავუშვებ, მსგავსი რამ ჩემს ქვეყანაში ხდებოდეს.
დღეს ამ პლატფორმის, კანის ფესტივალის გამოყენება მინდოდა, რათა ამ მოვლენებზე, რომლებზეც არავინ საუბრობს, მელაპარაკა. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს, საფრანგეთის, იტალიის, ევროპის მედიები ამ თემით დაინტერესდებიან და დაიწყებენ საუბარს იმაზე, რაც საქართველოში ხდება. მზად ვარ, ნებისმიერი სახის ინფორმაციით მოგამარაგოთ და ინტერვიუებში მივიღო მონაწილეობა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს ხალხს ამ რთულ ვითარებაში დავეხმარო. ჩვენი ახალგაზრდობა გაიმარჯვებს! დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთე და დემოკრატია გაიმარჯვებს! გთხოვთ, იყავით ჩვენ მხარეს, გაავრცელეთ ინფორმაცია, გადააზიარეთ ეს ფოტო, ამით ძალიან დაგვეხმარებით", — წერს ლუკა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები